თბილისის მერიამ უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობისთვის კონტრაქტრ კომპანიას „ენ სი სი“-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შესახებ, ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
შეწყვეტის მიზეზი კორონავირუსის გამო შემცირებული ბიუჯეტია. თბილისის მერიამ 48 101 092 ლარიანი ტენდერი უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობისთვის 25 მარტს გამოაცხადა. გამარჯვებულად კომპანია „ენ სი სი“ დასახელდა, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დასაპროექტებელი ობიექტი უნდა განთავსებულიყო თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების გამყოფი მდინარე ვერეს ღრმა და განიერ ხევზე. ხიდური გადასასვლელის საერთო სიგრძე დაახლოებით, 470-480 მეტრს შეადგენს.