მერიამ და საკრებულომ ,,ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან დავა ორი ინსტაციის სასამართლოში წააგეს - ადვოკატის კომენტარი

მერიამ და საკრებულომ ,,ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან დავა ორი ინსტაციის სასამართლოში წააგეს - ადვოკატის კომენტარი

access_time2019-01-24 10:10:04


„დაზარალებული პირების რაოდენობა, ვისაც ერთჯერადი დახმარება სჭირდებოდა მხოლოდ 345 არ იყო, როგორ ამას მერია ამტკიცებს, არამედ ხანძრის დროს დამატებით 32 მოვაჭრეც დაზარალდა. ჩვენ ვაპელირებდით იმაზე, რომ ერთიდაიგივე პირობებში მყოფი პირების მიმართ დისკრიმინაცია მოხდა. იმისათვის, რომ ეს განსხვავებული მიდგომა აღმოფხვრილიყო,  დარჩენილ 32 ადამიანსაც უნდა მიეღო 3 000 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ მერიისა და საკრებულოს მხრიდან დაზარალებულების მიმართ ადგილი ჰქონდა უთანასწორო  მობყრობას,“ - განაცხადა დაზარალებულებული მოვაჭრეების ადვოკატმა მარიკა არევაძემ.


სააპელაციო სასამართლომ მერიასა და საკრებულოს „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის 3 ათას ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა დააკისრა. საუბარია, 32 ადამიანზე, რომელთაც სავაჭრო ობიექტის ხანძრის შემდეგ მერიისგან ერთჯერადი დახმარება არ მიუღიათ.

 



როგორც მარიკა არევაძემ აცხადებს, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ორი ინსტანციის სასამართლოში ცდილობდნენ მოეხდინათ დაზარალებულთა დისკრიმინაცია. თუმცა, ორივე ინსტაციის სასამართლომ დაზარალებული მოვაჭრეების პოზიცია გაიზიარა და უწყებებს თანხის გადახდა დაავალა.

 


შეგახსენებთ, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. ამ საქმეზე ორი წელია მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187ე მუხლით აღიძრა, რაც  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხანძრისგამომწვევი მიზეზი  კვლავ უცნობია.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up