მერია საცობების თავიდან ასარიდებლად მძღოლებს სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს

მერია საცობების თავიდან ასარიდებლად მძღოლებს სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს

access_time2016-12-15 10:00:28

საცობი თბილისში - პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს. რას აპირებს მერია? - "სითი კვირსა" კითხვას თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძე პასუხობს.


როგორც, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, საცობებთან დაკავშირებით პრობლემის მოსაგვარებლად მერიას 5 მიმართულებიანი გეგმა აქვს.

 

"ეს 5 მიმართულებიანი გეგმა გამომდინარეობს იმ სტრატეგიული დოკუმენტიდან, რომელიც მიმდინარე წელს მოიწონა თბილისის მთავრობამ და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერითაა შექმნილი. ეს არის 2 წლიანი აქტივობების და მოქმედებების გეგმა.

 

პირველი მიმართულებაა ინფრასტრუქტურა, რომელიც გულისხმობს ახალ გზებს და ახალ კვანძებს.

 


მეორე მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს ავტობუსებს, სადაც დაწყებული გვაქვს ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მარტის ბოლომდე 143 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. ამ მიმართულებაში ასევე შედის მეტრო, რომლის ინვესტირება 2016 წელს დავიწყეთ მოძრავი შემადგენლობის განახლებით და 2017 წელს დაახლოებით, 30-ზე მეტი ვაგონის მოდერნიზაცია და მეტრო სადგურების რეაბილიტაცია მოხდება. აქვე შედის საბაგირო ხაზებიც. კუს ტბის მიმართულებით გავაკეთეთ ხაზი და გვაქვს გეგმა, რომელიც რამდენიმე მსგავს ახალ ხაზსს მოიცავს.

 

მესამე მიმართულებაა ადგილობრივი რეგულაციები, რომელიც ეხება დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანებს. ასევე მივესალმებით და მხარს ვუჭერთ იმ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელიც ეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და ტექდათვალიერებას. რეგულაციებში შედის ტაქსებიც, უფრო კონკრეტულად ინფორმაციას, საზოგადოებას კონცეფციის დამუშავების შემდეგ ვაცნობებთ", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
მისივე თქმით, შეიქმნება საცობის აპლიკაცია მძღოლებისთვის.

 

"მეოთხეა ტექნოლოგიური მიმართულება, რომელიც გულისხმობს ახალ შუქნიშნებს, ასევე შეიქმნება საცობის აპლიკაცია. კერძოდ, მობილურ ტელეფონში იქნება აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც მძღოლი ნახავს თუ რა მიმართულებით არის გადატვირთული მოძრაობა და დაგეგმავს ალტერნატიულ მარშუტს. გვინდა, ეს აპლიკაცია მოქმედებაში იანვრის ბოლოს გავუშვათ.

 

მეხუთე მიმართულებაა საინფორმაციო კამპანიები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. ამ 5 მიმართულებიანი გეგმის ნაწილი მოქმედებაშია, ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი 2017 წელს დაიწყება", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

 

 

 




მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up