ქ. თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 563 373 ლარია, რომელიც თბილისის ბიუჯეტის სახსრებით დაიფარება.
წინადადების მიღება 7 ივლისს 17:30 საათზე დასრულდება. საგარანტიო პერიოდად ითვლება შეთანხმების გაფორმებიდან 2 წელი.
რაც შეეხება სახსრების განაწილებას, 2021 წელს იგეგმება 3 000 000 ლარის ჩადება, ხოლო დანარჩენი 8 563 373 ლარი შემდეგ წელს დაიფარება.