მერია ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების შესახებ პროექტზე მუშაობას იწყებს

მერია ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების შესახებ პროექტზე მუშაობას იწყებს

access_time2018-06-06 14:20:47

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, დღეს ქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნლოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის ერთ-ერთი ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების შესახებ პროექტია. როგორც ირკვევა, პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და ინტერესტთა გამოხატვა კონკრეტულ ორ ლოკაციაზე გამოცხადდა. 


დაახლოებით 3500 ოჯახია, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. მინდა დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღოთ გადაწყვეტილება კონკრეტულ ორ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე.  ეს მდებარეობებია დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის  25-ე ბინის მიმდებარედ არსებული ორი მიწის ნაკვეთი.  ჯამში მათი მოცულობა დაახლოებით 2 ჰა-ია და ჩვენი ეკონომიკური სამსახურის მიერ მომზადებული გაანგარიშების საფუძველზე ამ ეტაპზე  შესაძლებელი გახდება დაახლოებით 90-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება, განაცხადა კალაძემ.



ქალაქის მერმა პროექტის ფარგლებში მოუწოდა სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს, დაინტერესდნენ წარმოდგენილი პროექტით და ჩაერთონ პროცესებში. მისივე თქმით, გრძელდება აღნიშნულ საკითზე მუშაობა და  უახლოეს მომავალში სხვა პროექტზეც გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა.


საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია ეს პრობლემა 3-4 წლის განმავლობაში სრულად მოვაგვაროთ და ეს დაზარალებული ადამიანები დაკმაყოფლდნენ, განმარტავს კალაძე.




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up