მერია  2020 წლიდან  მიკროავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს

მერია 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს

access_time2019-11-27 12:23:07

მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს. კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.კახა კალაძემ, დღეს თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქამდე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, რადგან კომპანია „სისტრას“ კვლევის შედეგებს ელოდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი მნიშვნელოვანია.


„აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია და ამის მიზეზსაც გეტყვით: იცით, რომ კომპანია „სისტრა“ ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს და ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო მიკროავტობუსებს ექნებოდა თუ არა ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემადგენლობაში. როგორც იცით, კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია. ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების მოცულობიდან და გამტარიანობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოგვყავს 8, 10 და 12- მეტრიანი ავტობუსები და სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო დიდი, 18 და 24- მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას. კვლევამ გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი და არსებობა მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა გავუზარდოთ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და მიკროავტობუსების როლი შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია.


კვლევა გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსები აუცილებელია, შესაძლოა, არა იმ რაოდენობით, რაც იყო თავდაპირველად, მაგრამ ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან მნიშვნელოვანია. აქ დღეს გვაქვს მეორე პრობლემა - ამ ავტობუსების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში, რაც ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დავიწყეთ, ძალიან დაიკლო მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობამ. რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსებით იმგზავროს“,- განაცხადა კალაძემ.


როგორც კალაძე აცხადებს, მისთვის, როგორც მერისთვის მიუღებელია მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ხილვა ქალაქში.„საშინელ მდგომარეობაშია გამონაბოლქვის თავლსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი. მე არ ვაპირებ რამოდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება ჩანაცვლება.


მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ უმოკლეს ვადაში, მაქსიმუმ 2 კვირაში კომპანიასთან, რომელთანაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა ხელშეკრულება, თუ არ ვცდები 2030 წლამდე, მჭიდრო კომუნიკაციით დაიწყეთ მოლაპარაკება, რომ დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი“,-აღნიშნა კალაძემ.


ამასთან, დედაქალაქის მერმა ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებასა და მეტროს რეაბილიტაციაზეც ისაუბრა.„დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ვაგონების დამატება, სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც გაჭიანურდა, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ხარისხიანად და სამუშაოებს მივიყვანთ ბოლომდე.


დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ვგულისხმობ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დისკომფორტულია მგზავრობა და ეკოლოგიური მიმართულებით დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2020 წლის დასაწყისში ვფიქრობთ, რომ მთლიანად ჩავანაცვლებთ არსებულ ყვითელი ავტობუსების პარკს და დამატებით გვინდა 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ვატარებთ პოლიტიკას, რომ საზოგადოებამ მეტად მოიხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლებად - კერძო ავტომობილები“,-აღნიშნა კალაძემ.


„კომერსანტი“




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-09 21:30:56
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა“ - კორონავირუსის და ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ავტობაზარზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსახლეობის მინიმუმამდე დასული ინტერესი ავტომობილების შიდა ბაზარზეც ისევე მძიმედ...

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-04-09 19:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი...

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

რუსეთში კარანტინის პირველივე კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა

რუსეთში კარანტინის პირველივე  კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა
access_time2020-04-09 18:30:46
„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები. სხვა სფეროებს კრიზისის...


მსგავსი სიახლეები

up