რუსი აგრესორების მიერ განადგურებული მარიუპოლის აღდგენა 14 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება და ამის განხორციელებას 7-10 წელი დასჭირდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ქალაქის საკრებულო ავრცელებს.
მერის თქმით, ომის გამო 1356 მაღალსართულიანი შენობა განადგურდა ან დაზიანდა, კერძო სახლების 40% დაიბომბა. მათი უმრავლესობა რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. ამიტომ, გეგმები მოიცავს ახალი ობიექტების მშენებლობას.
„ექსპერტების წინასწარი შეფასებით, ინფრასტრუქტურის აღდგენის ღირებულება 14 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. საბოლოო რიცხვები დეოკუპაციის შემდეგ, დანგრეული სახლების შეფასებისას დასახელდება. ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსხვილმა უკრაინულმა ბიზნეს კომპანიებმა უკვე გამოაცხადეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ აღდგენის პროცესს“, - განაცხადა ბოიჩენკომ.
ipn.ge