Mercedes-ი ძველ მოდელებს ჩაანაცვლებს: 2023 წელს Mercedes CLE გამოვა. ახალი ავტომობილი C- და E-Class ვარიანტებს ჩაანაცვლებს.
როდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ „მერსედესის“ ხაზს C-Class-სა და S-Class-ს შორის უკანაწამყვანი ვერსია აკლია? ავტომწარმოებელი ამ სიცარიელის შევსებას აპირებს და 2023 წლისთვის CLE-Class-ს გამოუშვებს.
Mercedes-ი CL პრეფიქსს კუპეთი შთაგონებული სედანებისთვის იყენებს. CLE ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს CLA-სა და CLS-ის მსგავსი სახურავი ექნება. ახალი ავტომობილი შესაძლოა კუპეს, კაბრიოლეტისა და უნივერსალის სახითაც ვიხილოთ. იმისთვის, რომ ხაზი არ გადაიტვირთოს, ახალი მოდელები C-Class კუპეს, C-Class კაბრიოლეტს, E-Class კუპეს და E-Class კაბრიოლეტს ჩაანაცვლებს.
CLE-Class-ი უკანაწამყვანი ან ოთხივეწამყვანი იქნება. მაილდ ჰიბრიდული აგრეგატი 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელის ძრავით იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც ჩანს, „მერსედესს“ სურს, რომ მისი ხაზი გაამარტივოს:
-„ჩვენ გადავწყვიტეთ, პორტფოლიოს გადავხედოთ. ელექტრო ავტომობილების წარმოების შესახებ განცხადებები უკვე გავაკეთეთ. წარმოება გაიზარდა და, შესაბამისად, მოგვიწევს ზოგიერთი ძველი მოდელი, პლატფორმა და აგრეგატი ხაზიდან ამოვიღოთ“. - ამბობს Mercedes R&D-ს ხელმძღვანელი მარკუს შაფერი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც CLE-Class-ის იდეას კიდევ უფრო რეალურს ხდის, არის ის, რომ პაპარაცულ ფოტოებზე თითქოს C-Class-ის ახალი თაობის უნივერსალი შენიშნეს. დიზაინის მსგავსების გამო, სრულიად შესაძლებელია, შეფუთული ავტომობილი მოგვიანებით CLE-Class-ის უნივერსალი აღმოჩნდეს.
crystalauto.ge