Mercedes-Benz Business Week პირველად საქართველოში ჩატარდება

Mercedes-Benz Business Week პირველად საქართველოში ჩატარდება

access_time2019-05-16 16:59:17

Mercedes-Benz Business Week მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დე­ბა.


ღო­ნის­ძი­ე­ბა 7-8-9 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორ­ზე, ეფექ­ტურ შე­დე­გებ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი რე­გი­ონ­ში ბიზ­ნეს სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ამ პრო­ცეს­ში უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ინ­ტეგ­რი­რე­ბაა.


პრო­ექ­ტის პირ­ველ დღეს გახ­სნის Mercedes-Benz Daimler-ის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი Ilkhomjon Fayziev და და­იმ­ლე­რის გა­ყიდ­ვე­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი Utz Rachner. მოწ­ვე­უ­ლია ასე­ვე მარ­კე­ტინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი და ანტრეპ­რე­ნუ­ა­რი Andriy Fedoriv. კვი­რე­უ­ლის ყო­ვე­ლი დღე დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სპი­კე­რე­ბის გა­მოს­ვლე­ბით, რომ­ლე­ბიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ ბიზ­ნეს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს.


სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს კვი­რე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნუ­ლი და­იმ­ლე­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, „ბენე ექ­სკლუ­ზი­ვი“-სა და „აკა ჯგუ­ფი“-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რებს, დამ­ფუძ­ნებ­ლებ­სა და მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რებს აერ­თი­ა­ნებს.



ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, კომ­პა­ნი­ებ­მა წი­ნას­წარ და­გეგ­მონ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ო­რებ­თან, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­შიც Networking Georgia-ს გუნ­დი და­ეხ­მა­რე­ბათ. B2B შეხ­ვედ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სივ­რცე­ში შედ­გე­ბა. გუნ­დი თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე მიყ­ვე­ბა ორი­ვე მხა­რეს და უზ­რუნ­ველ­ყოფს კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რაქ­ცი­ა­სა და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას.


ბიზ­ნეს კვი­რე­ულს 500-მდე სტუ­მა­რი და­ეს­წრე­ბა. მათ შო­რის ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი და სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­მი­ვე დღეს სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა: Mercedes-Benz-ის თბი­ლი­სის ცენ­ტრში, სას­ტუმ­რო ბილთმორ თბი­ლის­სა და კლუბ რეს­პუბ­ლი­კა­ში.


Mercedes-Benz Business Week-ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სპი­რე­კე­ბის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ღო­ნის­ძი­ე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს „ყან­ჩე­ლის სა­ხე­ლო­ბის სი­მე­ბი­ა­ნი კვარ­ტე­ტი“, ხოლო მე­სა­მე დღეს Parov Stelar-ის საქ­სა­ფო­ნის­ტი Max The Sax. კვი­რე­უ­ლის მთა­ვა­რი მე­დია პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: Forbes, ტე­ლე­ვი­ზია PALITRANEWES და ვებ-პორ­ტა­ლი ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი - BPN.GE.


დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ვე­რი­ფი­კა­ცი­ას „ბენე ექ­სკლუ­ზი­ვი“-ს სა­იტ­სა და tkt.ge-ზე გა­ივ­ლი­ან.


BPN



თეგები:
Mercedes-Benz Business Week



თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება
access_time2019-05-21 12:10:37
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:05 საათზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0643 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. მაგალითად, თიბისი ბანკში 1აშშ დოლარის ყიდვა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი 1 აშშ...


მსგავსი სიახლეები

up