მერაბიშვილის საქმე სტრასბურგში - რას ნიშნავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება?

მერაბიშვილის საქმე სტრასბურგში - რას ნიშნავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება?

access_time2017-11-28 16:23:43

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილი თავდაპირველად საფუძვლიანი წინასწარი პატიმრობა მოგვიანებით უკანონოდ გამოიყენეს, როგორც მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალება“, - ამის შესახებ აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლის პრესრელიზსაც ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოზე დაყრდნობით „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

 

„საქმე „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და წინასწარ პატიმრობას და მის საჩივარს, რომ ეს ზომების ფარულ მიზნებს უკავშირდებოდა. კერძოდ, ბატონი მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავდა მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას და რომ მთავარმა პროკურორმა, მისი დაკავებიდან რამდენიმე თვეში მისი გვიან ღამით საკნიდან ფარულად გაყვანით სცადა, მისი პატიმრობა მასზე ზეწოლის იარაღად გამოეყენებინა და ეიძულებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის უცხოური საბანკო ანგარიშებისა და 2005 წელს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება", - ნათქვამია დოკუმენტში.

 

სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) დარღვევა მერაბიშვილის დაკავებით ან წინასწარი პატიმრობით;

 

ერთხმად დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფის დარღვევა (სასამართლო პროცესის გონივრულ დროში ჩატარებისა ან სასამართლომდე გათავისუფლების უფლება) მისი თავდაპირველი წინასწარი დაპატიმრებით;

 

ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი იმასთან დაკავშირებით, რომ სულ მცირე 2013 წლის 23 სექტემბრიდან მისი წინასწარი დაპატიმრება აღარ არის საკმარისად საფუძვლიანი;

 

ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთად.


 

სასამართლომ არ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება ძირითადად მისი საქართველოს პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას უკავშირდებოდა. თუმცა სასამართლომ წინასწარი დაკავების პერიოდში მისი საკნიდან ფარულად გაყვანა და გვიან ღამით დაკითხვა საფუძვლიანად და შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის თავისუფლების უფლების შეზღუდვას უწყვეტი სახე მიეცა. სასამართლომ ყველა გარემოს გათვალისწინებით დაადგინა, რომ შეზღუდვის ძირითადი მიზანი დროთა განმავლობაში შეიცვალა. თუკი, თავდაპირველად მიზანი იყო გონივრულ ეჭვებზე დაფუძნებული დარღვევების გამოძიება, მოგვიანებით, ძირითადი მიზანი გახდა ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. უმთავრესი მიზანი იყო ფარული, რასაც კონვენცია არ ითვალისწინებს - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მიზანს წარმოადგენს, არ მისცეს სახელმწიფოებს შესაძლებლობა, ადამიანის უფლებების შეზღუდვა გამოიყენონ კონვენციასთან შეუსაბამო მიზნების მისაღწევად. მოსარჩელის მტკიცებით, მის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის რეალურ მიზანს მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება და ამით მისი პარტიის პოლიტიკური შესუსტება წარმოადგენდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არაკონვენციური მიზნების მიღწევასაც.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას. „17 მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის გამამატყუნებელი განაჩენის განხილვას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

„დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს," - თქვა წულუკიანმა. მისივე განცხადებით, 8 მოსამართლემ, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი.

 

წულუკიანის თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს. მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 4 ათასი ევრო, თუმცა, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მერაბიშვილი ითხოვდა 15 ათას ევროს.


ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარის პოზიცია

 

„ევროპული საქართველოს" წევრი და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მე-18 მუხლის დარღვევის დადგენით, დამტკიცდა ექსპრემიერ მერაბიშვილის უკანონო პატიმრობა. ოთარ კახიძემ საქართველოს მთავრობას მიმართა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მერაბიშვილი პატიმრობიდან.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, ძალაში დატოვა მანამდე სექციის მიერ მიღებული გადაწვეტილება, ვანო მერაბიშვილის საქმეზე და ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას. სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა, ეს არის ცნობილი მუხლი, ცნობილი პოლიტიკური პატიმრები - იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეები იყო წარმართული სტრასბურგში და მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ, რომ მოახდინონ ზიანის მინიმიზება, რომელიც მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მოყვება მერაბიშვილის დაპატიმრებით, თუ სურთ ამ ზიანის გამოსწორება, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

ოთარ კახიძის ინფორმაციით, დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და დღეს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა. მისი თქმით, დიდი პალატის გადაწყვეტილება უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, რათა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, როგორც ვანო მერაბიშვილის, ასევე სხვა პოლიტიკური პატიმრების მიმართ.

 

 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up