მერაბ ლომინაძე მძიმე მრეწველობის გამოწვევების შესახებ - „საექსპორტო ბაზრის შემცირების რისკი ნამდვილად არსებობს“

მერაბ ლომინაძე მძიმე მრეწველობის გამოწვევების შესახებ - „საექსპორტო ბაზრის შემცირების რისკი ნამდვილად არსებობს“

access_time2020-05-15 17:36:29

გართულებული ლოგისტიკა და შემცირებული მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე - პანდემიის პირობებში მძიმე მრეწველობას მთელ მსოფლიოში სერიოზული პრობლემები შეექმნა და გამონაკლისი არც საქართველოა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ინდუსტრიას, რომელიც ქვეყანაში ვალუტის მთავარი შემომტანია, საქმიანობა არ შეუჩერებია და ოპერირებას უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით განაგრძობს. „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფეროშენადნობების ექსპორტი 39%-ით შემცირდა. 


„ჯორჯიან მანგანეზში“, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს აერთიანებს, აცხადებენ, რომ დაიხურა ის ამერიკული საწარმოები, რომლებიც მათ პროდუქციას ყიდულობდნენ. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა რუსეთსა და ევროპაშიც. სად არის გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში და რა მოლოდინები აქვთ დარგის სპეციალისტებს? ამ საკითხზე „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი, მერაბ ლომინაძე საუბრობს.


საექსპორტო ბაზრების ჩაკეტვამ დაახლოებით რა ზარალი მოგაყენათ - რა შემოსავალი უნდა მიგეღოთ და რამდენი მიიღეთ?


პირველი კვარტალის მონაცემებს თუ გავივლით, კლება რაოდენობრივად გვაქვს - 7 ათასი ტონა, თანხობრივად ეს 8 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა, დეფიციტი, რომელიც გვქონდა, აპრილში დავაბალანსეთ და 1200 ტონით მეტი პროდუქცია გავყიდეთ, ვიდრე ვგეგმავდით, შესაბამისად, დაგეგმილზე 1 400 დოლარით მეტი მივიღეთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ მსოფლიო ბაზარზე ადგილი აქვს ფასების შემცირებას. ამას ემატება ის გარემოება, რომ კორონავირუსის და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარხნების, ანუ ჩვენი მომხმარებლების, 40 პროცენტი გაჩერებულია. გართულდა სიტუაცია რუსეთშიც. იქ ქარხნების 50 პროცენტი დღეს გაჩერებულია. მოკლედ, მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე შემცირდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პირველ კვარტალში, ჩვენი ექსპორტი დაახლოებით 39 პროცენტით შემცირდა. იმ მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვვარაუდობთ, რომ დროის დარჩენილ პერიოდში კლება 20-25 პროცენტს არ გადააჭარბებს. ჩვენი საექსპორტო მაჩვენებელი 200 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა იმ გარემოებების გამო, რაზეც უკვე ვისაუბრე, წელს ეს ციფრი დაახლოებით 160 მილიონი დოლარი იქნება.


ამ პირობებში გასაღების სხვა ბაზრების მოძიება თუ არის შესაძლებელი?


ჩვენ გვაქვს გასაღების ორი ძირითადი ბაზარი. პროდუქციის 45 პროცენტი იგზავნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბაზრებზე. ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. 45 პროცენტს ვყიდით რუსეთის ფედერაციაში. დაახლოებით 10 პროცენტს - ევროპასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ეს მიმართულება შეფერხებით ოპერირებს. ალტერნატიული ბაზრები არის, თუმცა იქ შეღწევა მარტივად ვერ ხერხდება. მაგალითად, აზიურ ბაზრებზე ძალიან ბევრი შეზღუდვაა დაწესებული. იქნება ეს იაპონია, თუ სამხრეთი კორეა. იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ჩვენს საოპერაციო ბაზრებზე პრობლემები იზრდება, ალტერნატივაზეც ვიფიქრებთ. დღეის მდგომარეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან არსებული ურთიერთობები შევინარჩუნოთ.


არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, წარმოების ან დასაქმებულების და მათი ხელფასების შემცირებას ხომ არ გეგმავთ?


ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ხარჯების ოპტიმიზაცია გავაკეთოთ, მაგრამ, ამ ეტაპზე, არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლები მოვაყოლოთ შემცირებაში ან ხელფასები შევამციროთ. რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ ბაზარს დავაკვირდეთ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. როგორც ცნობილია, აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, აამუშაოს მრეწველობა, მათ შორის ჩვენი კონტრაქტორები, აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ რადიკალური ზომების მიღება არ დაგვჭირდება.



მთავრობას რა შეუძლია შექმნილ სიტუაციაში, რით შეიძლება დაგეხმაროთ, საგადასახადო შეღავათს ან საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია-გადავადებას ხომ არ ითხოვთ?


ჩვენი წარმოების ძირითადი ელემენტი ელექტროენერგიაა, ანუ საერთო ხარჯების სტრუქტურაში მოხმარებული ელექტროენერგიის წილი არის 20-დან 22 პროცენტამდე. მთავრობას შეუძლია, რომ იაფ ენერგორესურსზე წვდომა გაგვიადვილოს. შესაძლებელია, ასევე, ბუნებრივ რესურსებზე მოსაკრებლის შემცირებაც. ეს გადასახადი დაახლოებით 5 წლის წინათ გაიზარდა თხუთმეტჯერ, რაც კომპანიას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს. გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის საბანკო სესხებიც. ვთანამშრომლობთ, ფაქტობრივად, ყველა მსხვილ ბანკთან და კარგი იქნება, თუ ამ სესხების რესტრუქტურიზაცია მოხერხდება. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ უფრო დიდ ფინანსურ რესურსთან წვდომის შესაძლებლობა მოგვეცემა და ეს პროცესი გამარტივდება. არ ვიტყოდით უარს საპარტნიორო ფონდთან ურთიერთობაზე და სხვა ფინანსურ წყაროებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. ამ შემთხვევაში, გაჩნდება ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ჩვენც და ქვეყანასაც დამატებით შემოსავლებს მოუტანს. გვაქვს გამზადებული პროექტები, რომელთა ღირებულება 15, 20, 25 მილიონი დოლარია და მათი რეალიზაცია ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამ შეღავათებს მარტო ჩვენი კომპანიისთვის არ ვითხოვთ. მთლიანად დარგზე, ანუ სამთომომპოვებელ ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ.


რამდენი ადამიანია თქვენს კომპანიაში დასაქმებული?


დაახლოებით, 5 500. ჩვენ, ქვეკონტრაქტორებთან ერთად, მინიმუმ 7-8 ათასი ადამიანი გვყავს დასაქმებული. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 26 ათასი ადამიანია უზრუნველყოფილი, მათ ოჯახებში შედის შემოსავალი, ყველა დასაქმებული გვყავს დაზღვეული. დაზღვეულები არიან მათი ოჯახის წევრებიც. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოსგან გვექნება შესაბამისი დახმარება, გაიზრდება დასაქმებულთა, შესაბამისად, დაზღვეულთა რიცხვიც. ეს კი, თავის მხრივ, სახელმწიფოსაც დაზღვევის ნაწილში დიდ თანხებს გამოუთავისუფლებს.


ხომ არ მიგიმართავთ მთავრობისთვის თქვენი წინადადებებით?


ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებულ სიტუაციაში ყველაფერს ერთდროულად ვერ მოევლება. ამ ეტაპზე, მთავრობისა და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო და არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების შეუფერხებელი მუშაობა, ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ სამთავრობო სტრუქტურებთან და შეიძლება ითქვას, მიზანი მიღწეულია.


პანდემიის საწყის ეტაპზე, ან პიკისას შეფერხებები ხომ არ გქონდათ?


არა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბლოკირებულ ობიექტებს, კერძოდ, 8 მაღაროს. სხვა ყველა ობიექტი შეუფერხებლად მუშაობდა.


მთელი სიმძლავრით როდის ამუშავდებით?


ახლაც მთელი სიმძლავრით ვმუშაობთ ზესტაფონში. გვქონდა და გვაქვს მარაგები და იქ საწარმოო პროცესი ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა. რაც შეეხება ჭიათურას, ანუ სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, როგორც გითხარით, იქ 8 მაღაროა ბლოკირებული, რის გამოც, სიმძლავრეები სამჯერ არის შემცირებული. მოსახლეობას პრეტენზია აქვს, რომ ისინი ჩვენი საქმიანობით დავაზარალეთ. რასაც არ ვეთანხმებით. კარგი იქნება, თუკი პროტესტის უფრო ცივილიზებულ ფორმას გამონახავენ და ბლოკირების ნაცვლად სასამართლოს მიმართავენ.


ამასთანავე, მათ უნდა გაიაზრონ, რომ პანდემიის დაძლევის შემდეგ, საქართველოსთვის მეორე ფრონტი ეკონომიკის გადარჩენაზე გადის და ჩვენნაირი საწარმოს მუშაობის შეფერხება სახელმწიფოსთვის უდიდესი დარტყმაა.


თუ პანდემია კიდევ დიდხანს გაგრძელდა, გასაღების ბაზრის დაკარგვის საშიშროება რამდენად დიდია?


დაკარგვის არა, მაგრამ ბაზრის შემცირების რისკი ნამდვილად არსებობს და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ეს ბუნებრივიცაა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up