მერაბ ლომინაძე - „ჯორჯიან მანგანეზი

მერაბ ლომინაძე - „ჯორჯიან მანგანეზი" თანახმაა, მაღაროელთა ხელფასი ეტაპობრივად გაზარდოს, თუ საწარმოო პროცესი აღდგება

access_time2019-05-24 22:15:00

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” თანახმაა, ხელფასის მატება ეტაპობრივად განახორციელოს, მხოლოდ ერთი პირობით – საწარმოო პროცესი უნდა აღდგეს, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ სამი ათასამდე გაფიცული თანამშრომლის ოთხი მოთხოვნიდან კომპანიამ სამი შეასრულა.

 

„ოთხი მოთხოვნიდან პრაქტიკულად სამი შესრულებულია. ეს არის კვება, ასევე, დაზღვევასთან მიმართებით სხვადასხვა ჰოსპიტალში დამატებით მომსახურების მიღება; ამის ტექნიკური საშუალება არსებობს და არ შეიზღუდებიან ჩვენი თანამშრომლები. ასევე პრაქტიკულად მოგვარებულია ქალაქში მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვის საკითხი. ესეც უკვე ქალაქის მუნიციპალიტეტთან დავარეგულირეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქში მოძრაობის მოწესრიგება არ არის კომპანიის ფუნქცია. რჩება ხელფასის 50 პროცენტიანი მატების მოთხოვნა. გვაქვს წინადადება, რომ ეს ზრდა მოხდეს ეტაპობრივად და ეს საკითხი შეჯერდეს ჩვენსავე თანამშრომლებთან. არის ერთი გარემოება, რაც ცალსახად უნდა დაკმაყოფილდეს – სამუშაო პროცესი უნდა აღდგეს“, – განცხადა ლომინაძემ.

 


მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს. ზოგიერთმა გაფიცულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

 

გაფიცულებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ: ხელფასის 50 პროცენტიანი ზრდა, კვების პირობების გაუმჯობესება, დაზღვევის პირობების გაუმჯობესება და მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების ქალაქში სიარულის აკრძალვა.

 

როგორც გადაცემა „ბიზნეს პარტნიორის“ მსვლელობისას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა, მთავარი მოთხოვნა არის ხელფასის ზრდა და გაფიცვის დასრულების შემდეგ მაღაროელების მიმართ ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა.

 

წყარო: პირველი არხი






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up