მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

access_time2021-09-30 12:00:17

ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული ტენდერ არ შედგა. 16 სექტემბერს გამოცხადებულ შესყიდვას ახლა შეწყვეტილის სტატუს აქვს.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 153 400 ლარი იყო.

 


როგორც შესყიდვის შეწყვეტის ოქმიდან ირკვევა, სატენდერო კომისიის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის და ახალი სატენდერო კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ, რა დროსაც ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდება.



ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შენობის ისტორიული, არქიტექტურული და მემორიალური ღირებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას გათვალისწინებული და შესაბამისად დაფასებულ იქნას შენობის ეპოქალური ფასეულობები: აუთენტურობა, არქიტექტურული სახე, მთლიანობა, მხატვრული დეტალები და სხვა.



შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი უნდა დაეფუძვნოს არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო და მხატვრული დეტალების საფუძვლიან კვლევას და ამ კვლევის შედეგად განსაზღვრულ საჭიროებებს.



სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო ჩარევის მთავარ მიზანს და ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შენობის ზემოთ აღნიშნული ღირებულებების დაცვა, რაც გულისხმობს არსებული არქიტექტურული სახის მაქსიმალურ შენარჩუნებას და დამაზიანებელი ფაქტორების აღმოფხვრის შედეგად შენობის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გრძელვადიანი დაცულობის უზრუნველყოფას.




კვლევის პროცესში ზედმიწევნით სრულყოფილად უნდა მოხდეს შენობის ყველა ღირებული დეტალის გრაფიკული და ფოტო ფიქსაცია.



რაც შეეხება ტექნიკურ მოთხოვნებს, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ:



− შენობაში სრულად უნდა განახლდეს შიდა ტექნიკური ქსელი: მოეწყოს გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა;

− სრულად უნდა შეიცვალოს და სამუზეუმო სივრცის შესამაბისად მოეწყოს ელ. მომარაგების ქსელი და სუსტი დენების ქსელი;

− ახლიდან უნდა მოეწყოს სან. კვანძი და სამზარეულო;

− შენობა უნდა იყოს წვდომადი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის და მათი გადაადგილება შიდა სივრცეებში (მათ შორის სან. კვნაძებში) უნდა იყოს უსაფრთხო;

− შენობის მიმდებარე, საკუთრებაში არსბეული სივრცე მოეწყოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ისე რომ შესაძლებელი იყოს საზოგადოებრივი სივრცის საჭიროებების გათვალისწინება და უსაფრთხოება.

 


მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე ზანდუკელის ქუჩის N1-ში დაიდო, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.



სახლი ზანდუკელის ქუჩაზე მერაბ კოსტავას ბაბუას – გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს, რუსული ენის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორს – ვლადიმერ დემურიას ეკუთვნოდა. სახლის ეზოსთან არაერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. აქ 1924 წელს პირველი სახელმწიფო-საზოგადოებრივი დაწესებულება - „მთიელთა საბავშვო სახლი“ დაარსდა. მოგვიანებით კი, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა განთავსდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ეზო ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ ეპიცენტრად იქცა და დღემდე „მერაბის ეზოდ“ მოიხსენებენ.



სახლ-მუზეუმს გახსნის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე (2003 წლამდე) ხელმძღვანელობდა მერაბ კოსტავას დედა – ოლღა დემურია-კოსტავა, რომელმაც საკუთარი ბინის ნაწილი – ორი ოთახი სახელმწიფოს მემორიალური სახლ-მუზეუმის გახნის მიზნით გადასცა.



მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები, მისი თაოსნობით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up