მერაბ კაკულია: „ინფლაციისა და გაცვლითი კურსის მაჩვენებელი მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელზე პირდაპირ მოქმედებს“

მერაბ კაკულია: „ინფლაციისა და გაცვლითი კურსის მაჩვენებელი მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელზე პირდაპირ მოქმედებს“

access_time2019-11-11 16:30:56

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ინფლაციისა და ლარის კურსის შესახებ ისაუბრეს. ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, მერაბ კაკულიას თქმით, დღესდღეობით, ინფლაციისა და გაცვლითი კურსის მაჩვენებელი პირდაპირ მოქმედებს მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელზე.


„წლიურმა ინფლაციის დონემ საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია, ჩვენს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ამაზე მეტიც, მაგრამ ბოლო წლებში უკვე შევეჩვიეთ დაბალ და ზომიერ მაჩვენებელს, ინფლაცია თითქოს პროგნოზირებად მოვლენად გადაიქცა ჩვენს ეკონომიკურ სინამდვილეში. 7%-იანი ნიშნული დღევანდელი გადასახედიდან ძალიან მაღალია და ეს კიდევ ადასტურებს იმ გარემოებას,რომ ჩვენი ეკონომიკა იმპორტზე ორიენტირებულია, ასევე ინფლაციის მაჩვენებელზე სამომხმარებლო ფასების ინდექსზე დიდ გავლენას ახდენს გაცვლითი კურსი. ამ ყველაფერში დიდი როლი აქვს სურსათის ინფლაციას, სურსათი დაახლოებით 80-85%-მდე არის იმპორტული, კურსის ცვლილება დაღმავალი მიმართულებით აძვირებს სურსათს. ეს ყველაფერი უშუალოდ და პირდაპირ მოქმედებს ცხოვრების დონეზე, ლარის მსყიდველობითი უნარი მცირდება და შესაბამისად,მოსახლეობის ცხოვრების დონეც მცირდება და მოსახლეობა ღარიბდება,“ - ამბობს კაკულია.


მისი თქმით, რეგულატორის მოლოდინები ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით პოზიტიური იყო.


„ეროვნული ბანკის ჩარევის ინდიკატორი არის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი. საშუალოვადიან პერსპექტივაში 3%-იანია ეს მაჩვენებელი. არ არის აუცილებელი ინფლაციის ფაქტობრივი და მიზნობრივი მაჩვენებელი ერთმანეთს დაემთხვეს, ეს შეიძლება მეტი იყოს ან ნაკლები. მაგრამ ისეთი გადახრა, ახლა როგორც არის, ბოლო წლებია არ ყოფილა. აქამდე იმიტომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი,რომ ძირითადი გამოწვევები და მიზეზები ფასების საერთო დონის ზრდისა, იყო აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდა, ძირითადად, თამბაქოზე. ეროვნული ბანკი თავს ასევე იკავებს ლარიზაციის პოლიტიკის გამო. ლარში დენომინირებული სესხების გაძვირება ამ პოლიტიკის ჩარჩოში არ ჯდება, თუ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს არ დაემუქრება სერიოზული საფრთხე. ეს კი გამოვლინდა მას შემდეგ, რაც ლარის კურსის ვარდნის შემდგომი ტალღა დაიწყო და მან 1 დოლარში სამ ლარს მიაღწია. ყველა,როგორც ეროვნული ბანკი, ისე კომერციული ბანკების კვლევითი სამსახურები ერთხმად აღიარებენ,რომ ლარის გაცვლითი კურსი იმაზე დაბალია, ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ მას. ეჭვი მეპარება,რომ ფუნდამენტური ფაქტორები ბოლომდე წესრიგშია, მაგრამ ფაქტი ისაა,რომ რეგულატორის მოლოდინი იყო პოზიტიური. დიფერენციაცია სწორია, ლარზე და დოლარზე ერთნაირი განაკვეთი არ უნდა იყოს,მაგრამ არც ასეთი დიდი სხვაობა  უნდა იყოს. ახლა 5%-ითაა შემცირებული, პირველი ეტაპისთვის არაუშავს, 70 მილიონი გამოთავისუფლდა, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ კრედიტის სახით გაიცეს. მისი გამოთავისუფლება არ ნიშნავს რომ ბაზარზე გამოვა ეს თანხა გასაყიდად. ამ თანხას სჭირდება უტილიზაცია, ფაქტია რომ ლარის კურსის შემდგომი დაღმასვლა შეჩერდა და რაღაც დიაპაზონში მოექცა,“- აღნიშნავს მერაბ კაკულია.



მან ასევე ისაუბრა ლარიზაციის შესახებ და განაცხადა,რომ ამ რეგულაციამ დოლარის მიწოდება შეზღუდა.


„ჩვენი ეკონომიკა უცხოურ ინვესტიციებზეა ორიენტირებული. ინვესტორების სიფრთხილე იზრდება და ისინი ეცდებიან დაცულ აქტივებში განათავსონ თავიანთი რესურსი. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ლარიზაციის განხორციელება,რომელიც რაოდენობრივ შეზღუდვებს ეხება, ეს  მაინცდამაინც მართებულად არ მიმაჩნია. ამ შეზღუდვამ დოლარის მიწოდება შეზღუდა. შეზღუდვა არამარტო უშუალოდ ამ ლარიზაციის კონტექსტში, არამედ ზოგადად. ყველანაირი შეზღუდვა და რეგულაცია ეკონომიკურ ზრდას ამუხრუჭებს,“ - ამბობს მერაბ კაკულია.


ნათია კეკენაძე 




საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up