მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

access_time2021-03-02 17:20:09

მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა:


მწვანე შუქი პარტნიორობისთვის


"ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით დასრულდა.


ახალ პარტნიორთან დაკავშირებით დეტალები არ ხმაურდება. სამაგიეროდ, ცნობილია ის, რომ "აუსტრიას" დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭომ, ასევე ადმინისტრაციამ, აქამდე გამართულ სხვადასხვა შეხვედრაზე თანამშრომლობის სურვილი ერთხმად დაადასტურეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 3 მარტამდე მზად იყოს და წარადგინონ ავსტრიის ბუნდესლიგის სალიცენზიო დოკუმენტაცია. ახალი პარტნიორის პრეზენტაცია კი მომავალ კვირას არის დაგეგმილი...



რას ამბობენ თბილისის დინამოს ექსპრეზიდენტზე...


..."გავრცელებული ინფორმაციით, "აუსტრიას" ახალი პარტნიორი უნდა გახდეს 55 წლის მერაბ ჟორდანია, რომელიც ერთ დროს ფეხბურთელი, მერე კი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 2010-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა ჰოლანდიურ "ვიტესს" - კლუბს, რომელიც, თითქოსდა, "ჩელსის" ოლიგარქ მფლობელ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნოდა. პლუს ამას, ცნობილი გახდა ავსტრიის მეორე დივიზიონში ლევან ჟორდანიას (მერაბ ჟორდანიას 24 წლის ვაჟი) გადასვლის შესახებ სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე ცოტა ხნით ადრე...


"აუსტრიას" მმართველი საბჭოს წევრმა მარკუს კრეტჩმერმა, რომელიც გარიგებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი, არ ისურვა კომენტარის გაკეთება მერაბ ჟორდანიას შესახებ და ურთიერთობის გაოფიციალურებამდე მედიას მოთმინება სთხოვა...


"ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებება უნდა დაგვესრულებინა, რადგან ლიცენზირებისთვის დოკუმენტაცია გვჭირდება. მაგრამ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს მრავალი წლის, თუ არა ათწლეულების განმავლობაში განმავლობაში", - განაცხადა მან.


...დეკემბრის დასაწყისში "აუსტრიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გასულ წელს დაახლოებით 19 მილიონი ევრო იზარალა. მაშინ ითქვა, რომ კატასტროფის თავიდან აცილება მხოლოდ უცხოური ინვესტიციის საშუალებით იქნებოდა შესაძლებელი. ავსტრიის საფეხბურთო ასოციაციას უნდა წარედგინა კლუბის გაკოტრების მოთხოვნა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვარიანტი აღარ განიხილება", - წერს wien.orf.at.


lelo.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up