მერაბ გაფრინდაშვილი: ჟინვალისა და ზაჰესის ჰესების სწორმა ოპერირებამ თბილისის რიყის უბანი დატბორვას გადაარჩინა

მერაბ გაფრინდაშვილი: ჟინვალისა და ზაჰესის ჰესების სწორმა ოპერირებამ თბილისის რიყის უბანი დატბორვას გადაარჩინა

access_time2021-02-14 16:00:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, ავტორების მოსაზრებებს არ იზიარებს და იმ დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, რისი მოტანაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესებს შეუძლიათ.

 

„არავინ აქცევს ყურადღებას იმ დადებითს, რაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესს შეუძლია მოგვიტანოს. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიულ-დატბორვითი პროცესები ხშირია, თუკი ხდება წყლის ნაკადების რეგულირება წყალსაცავების მეშვეობით, ბუნებრივი საფრთხე სულ მცირე, 30-50%-ით მცირდება. რატომღაც გვავიწყდება, რომ ჟინვალისა და ზაჰესის ჰესების სწორმა ოპერირებამ თბილისის რიყის უბანი (ე.წ. „პესკები“) ორჯერ დატბორვას გადაარჩინა” – ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

 

რაც შეეხება ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში, ქვედა ონჭეიშში, სოფელ მოლეკურაში რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მასშტაბის ქვათაცვენის გააქტიურებას, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, გეოლოგიური სამსახურის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად ხორციელდება პოტენციურად საშიში უბნების იდენტიფიცირება, მუშავდება პროგნოზი, გაიცემა რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.

 


„ყველა ეს საკითხი გაშუქებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში, რომელიც საჯაროა და დაინტერესების შემთხვევაში ყველას შეუძლია გაეცნოს“. “არსებობს მოსაზრება, თითქოს ეს მეწყერები გააქტიურდება, მოხვდება წყალსაცავში, ეს კი წარმოშობს 30-მეტრიან ტალღას, რომელიც წალეკავს დასავლეთ საქართველოს ნახევარს. მსგავს მოსაზრებებს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მეტიც, პირდაპირ გეტყვით, რომ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ქვედა ნამახვანჰესის წყალსაცავი 170 მილიონი კუბური მეტრი ტევადობისა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე არეალის ფარგლებში სხვადასხვა მასშტაბის მეწყრებია იდენტიფიცირებული, წარმოვიდგინოთ თუნდაც ისეთი სცენარი, როგორიც ფილმებშიც კი არ გვინახავს: მეწყრული მასები ერთბაშად მყისიერად ჩავა წყალსაცავში, თან ეს დროში დაემთხვევა წყლის მაქსიმალური დონის პერიოდს, ასევე დაემატება მიწისძვრები… ამ ყველაფრის შედეგადაც კი 100 000, მაქსიმუმ 200 000 კუბური მეტრი დაემატოს წყალსაცავს და შეუძლებელია, ამან 170 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის არეალში 30-მეტრიანი ტალღა წარმოშვას. ხოლო თუ ვინმეს საპირისპიროს დამტკიცება შეუძლია, მზად ვარ, საჯაროდ გავესაუბრო” – განმარტავს გაფრინდაშვილი.

 

მისი შეფასებით, უბნები, სადაც მეწყრული პროცესებია იდენტიფიცირებული, ნამახვანჰესის საპროექტო კომპანიამ ზედმიწევნით გააანალიზა გარემოზე ზემოქმედების შეფასების წარმოდგენილ ანგარიშში. მასში მითითებულია ის დამცავი ღონისძიებებიც, რომლებიც კომპანიამ ჰესის მშენებლობა-ოპერირების პერიოდში უნდა განახორციელოს.

 

„როდესაც გაიცემოდა სანებართვო პირობები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კუთხით სხვა პირობებთან ერთად, ერთ-ერთ პუნქტად ჩაწერა, რომ აუცილებლად უნდა დაინსტალირდეს სხვადასხვა ტიპის მონიტორინგული სისტემები ცალკეულ გეოდინამიკურად დაძაბულ უბნებზე. კომპანია აღნიშნულ პირობებს დათანხმდა. მონიტორინგულ სისტემების მოწყობა/ინსტალირებას სჭირდება შესაბამისი დამატებითი კვლევები და მისი შედეგები არა მარტო კომპანიას დარჩება, არამედ ის წარედგინება სამინისტროსაც, ხოლო ჰესის ოპერირების პროცესში მიღებული მონიტორინგული კვლევის შედეგები ასევე მიეწოდება სამინისტროს“ – აღნიშნავს მერაბ გაფრინდაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up