მერაბ ჯანიაშვილი: ქადაგიძის პრეზიდენტობის ვადის დასასრული – დადებითი და უარყოფითი ფაქტორები

მერაბ ჯანიაშვილი: ქადაგიძის პრეზიდენტობის ვადის დასასრული – დადებითი და უარყოფითი ფაქტორები

access_time2016-02-25 11:58:38

მერაბ ჯანიაშვილი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცეპრეზიდენტი:

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს სებ-ის ხელმძღვანელობის ვადა გაუვიდა. იგი 7 წელი (2009-2016 წწ) ედგა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სათავეში. ამ ხნის განმავლობაში იყო აღმავლობაც და დაცემებიც, რომელთაგანაც რამდენიმე მნიშვნელოვანზე გავამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, ძნელია ერთ მასალაში სრულყოფილად და ამომწურავად იქნას შეფასებული გიორგი ქადაგიძის სებ-ში მოღვაწეობის პერიოდი. 7 წელიწადი დიდი დროა და მასზე კვლევების და ნაშრომების მომზადებაც შეიძლება. ამიტომ აქცენტი გაკეთდება იმ გახმაურებულ და საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე, რაც ამ პერიოდში მოხდა.


 გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკს სათავეში 2009 წლის თებერვალში ჩაუდგა, როდესაც საქართველოში და მთელს მსოფლიოშიც ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა. იგი სებ-ის პრეზიდენტობამდე ორი წელი ფინანსური ზედამხედველების სააგენტო ხელმძღვანელობა, რომელიც 6 წლის წინ ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი დამოუკიდებელი სტრუქტურა იყო.

 

ქადაგიძის დანიშვნამდე ეროვნული ბანკი 2 წელი ფაქტობრივად პრეზიდენტის გარეშე იყო და მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი ასრულებდა. 2009 წელის დასაწყისში აქტიურად მიდიოდა საუბარი ეროვნული ბანკი საერთოდ გაუქმების შესახებ. ასევე ლარის, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშალების შეცვლის და მულტისავალუტო რეჟიმის დანერგვაზე, თუმცა სებ-ში ქადაგიძემ მოსვლი თანავე ყველა დაარწმუნა, რომ იგი ლარისა და ქვეყნის ცენტრალური ბანკის გაუქმების წინააღდეგი იყო. ამას მოყვა ბანკთაშორისო სავალუტო ბირჟის გაუქმება და მის ნაცვლად სავალუტო აუქციონების სისტემის დარგვა. ანუ ლარის კურსის დადგენა დაიწყო თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისად. თუმცა მცირე ხანში ქადაგიძის უწყებამ დახურა ინფორმაცია სავალუტო აუქციონებზე წარმოქმნილი მოთხოვნის შესახებ, აბსურდული მიზეზით, რომ თურმე ეს ინფორმაცია სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად საზოგადოებამ დაკარგა ინფორმაცია თუ როდის რა ვალუტაზე, რა ოდენობის მოთხოვნა ფიქსირდებოდა. ლარის კურის ფორმირება ფაქტობრივად გასაიდუმლოვდა. ეს იყო პირველი ნაბიჯები რაც ქადაგიძემ ეროვნულ ბანკში მოსვლისას გადადგა. როგორც ზემოთ აღინიშნა, სტატიის ფორმატში ქადაგიძის სებ-შ მოღვაწეობის ყველა უარყოფით და დადებით ფაქტზე საუბარი ძნელია ამიტომ ჩვენ მხოლოდ 4-4 მათგანი შევარჩიეთ, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის ადვილად გასაგები იქნება და ღრმა ეკონომიკურ წიაღსვლებში ჩასვლისგან თავს შევიკავებთ.


უარყოფითი:

 

ინფლაციის რეკორდულად მაღალი და დაბალი მაჩვენებლები


საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ ინფლაციის რეგულირება. ინფლაცია ქადაგიძისა და მისი დროის ეროვნული ბანკისათვის მოუხელთებელი პრობლემა იყო. ინფლაცია საქართველოს ეკონომიკას მუდამ თან სდევდა და გამონაკლისი არც ქადაგიძის მოღვაწეობის პერიოდი გამოდგა. 2009-2016 წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიურმა ინფლაციამ 14,3%-ი შეადგინა. ეს ციფრი მხოლოდ 0,2 პუნქტით ჩამოუვარდება 2000 წლიდან დღემდე საქართველოს ისტორიაში დაფიქსირებულ ინფლაციის რეკორდულ ნიშნულს, რომელიც 2006 წლის ივლისში 14,5%-ი იყო, სებ-ში რომან გოცირიძის პრეზიდენტობისას.


ამასთან, ქადაგიძის დროსვე დაფიქსირდა რეკორდული დეფლაცია -3,3%, ეს 2012 წლის მაისში იყო. ყველა ეკონომისტმა იცის, რომ დეფლაცია ინფლაციაზე უარესი მოვლენაა.

 

აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. აღნიშნული რეჟიმის დროს სებ-ის მიერ წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი. ანუ ის ციფრი, რომელსაც არ უნდა გადასცდეს წლიური ინფლაცია. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი თითქმის ყოველთვის ცდებოდა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და ის ხან დეფლაციაში გადაიზრდებოდა და ხანაც დაეგმილზე მეტად იზრდებოდა. მართალია ბოლო 7 წლის მანძილზე ინფლაციას დრამატული ნიშნულებისთვის არ მიუღწევია (2011 წლის გარდა, როდესაც წლიური იფლაცია ორნიშნა იყო), მაგრამ მისი გეგმის მიხედვით მიზნობრივ ჩარჩოებშ მოქცევაც ვერ ხერხდებოდა.

 

ლარიზაციის კრახი


საქართველოში ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა დაბალია. ამის ნათელი მაგალითია საბანკო სექტორში არსებული მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი, რომელმაც ბოლო მონაცემებით 69%–ი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების თითქმის ¾ უცხოურ ვალუტიაშია დენომინირებული.

 

2010 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოაცხადა, რომ მისი უწყების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა დოლარიზაციის შემცირებაა და ამ პოლიტიკის გაგრძელებად ახალი ტერმინიც კი დაამკვიდრა – ”ლარიზაცია”. მისი თქმით, ”ლარიზაცია” ეროვნული ვალუტის ფულადი ბაზრის განვითარებას და ”დოლარიზაციის” შემცირებას ნიშნავს.  6 წლის წინ ქადაგიძის პოზიციით, ლარზე გადასვლა მოსახლეობას და ბიზნესს სავალუტო რისკებს ააცილებდა, აი რას აცხადებდა იგი:

 

2010 წლის გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ლარიზაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა საქართველოს საბანკო სექტორში დოლარიზაციის მაჩვენებელი 68–69%–ს შეადგენდა. მას შემდეგ 2010 წლის ბოლოსთვის მცირედით გაიზარდა 70 პროცეტნამდე და პერიოდულად მცირე მერყეობის შემდეგ 2014 წლის შემოდგომისთვის 60%–მდეც კი შემცირდა, თუმცა ლარის კურსის მკვეთი გაუფასურების დაწყების პარალელურად დოლარიზაციის მაჩვენებელმაც იწყო ზრდა და 2015 წლის ბოლოსთვის ანაბრების დოლარიზაციამ 69%–ს მიაღწია.

 

აღსანიშნავია, რომ თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ რამდენიმე ქვეყანამ ამ პრობლემის წარმატებით გადაჭრა 10 წლიწადში შეძლო. ასე რომ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ერთ–ერთმა ძირითადმა პრიორიტეტმა „ლარიზაციამ“ სრული კრახი განიცადა.


 

ლარის ისტორიული მინიმუმი

 

რამდენიც არ უნდა ამტკიცოს გიორგი ქადაგიძემ და მისმა მხარდამჭერებმა, რომ ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება მისი მოვალეობა არაა. ეს უფრო იაფფასიანი ტყუილია მასზე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, რადგან დღეისათვის საქართველოში სებ-ი არის ერთადრეთი ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია ლარის კურსზე ზემოქმედების პირდაპირი ბერკეტი. ამასთან კურსის ცვლილება პირდაპირ აისახება ფასების ზრდაზე. ფასების საერთო დონის სტაბილურობის უზრუნველყოფა კი ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა.


2009-2016 წლებში ეროვნული ვალუტა სტაბილურობით ნაკლებად გამოირჩეოდა, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორი პერიოდი. 2010 წელს ლარი ჯერ დაეცა 1.69-დან 1.88-მდე, ხოლო შემდეგ კვლავ გამყარდა 1.63-მდე; 2014–2016 წლებში ლარი დოლარის მიმართ 1,75–დან 2,49–მდე თითქმის 40%–ით გაუფასურდამ და არსებობის ისტორიაში რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა.

 

რამდენიმე კითხვის ნიშანი, რომელიც კვლავ ადევს ქადაგიძეს კისერზე

 

შეცდომებიდან რაც ქადაგიძემ სებ-ის პრეზიდენტობის დრო დაუშვა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო ბანკი „ქართუს“ საქმე. როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვერ შეინარჩუნა ორბიექტურობა, არ დაიცვა კომერციული ბანკი და მაშინდელი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მხარდამჭერად მოგვევლინა.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა „ქართუს“ რამდენიმე მილიონი ქეში ფული დააყადაღეს ვითომ ფულის გათეთრების მოტივით. შემდეგ პარლამენტის ჯერი დადგა, რომელმაც  2011 წლის ნოემბერში სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში და საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით კომერციულ ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება ჩამოართვა. ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება 2012 წლის აპრილში აღუდგათ. რეალურად ეს ცვლილებები მხოლოდ ბანკი „ქართუს“ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება მთელ საბანკო სექტორს რისკის ქვეშ აყენებდა, რაზეც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და კომერციული ბანკი საუბრობდა, ქადაგიძე დუმდა, არც ამ შემთხვევაში დაიცვა „ქართუ“ ბანკი და მთელი ქართული საბნკო სექტორი.

 

კიდევ ერთი სამარცხვინო საკანონმდებლო ცვლილება 2012 წლის 30 აპრილს მოხდა. როდესაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონში გაუქმდა მუხლი, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის საბჭს წევრი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფინანსისტი ან/და ეკონომისტი, თუმცა არაუმეტეს ორი წევრისა. ცვლილების ძალაში შესვლიდან 2 კვირაში, 2012 წლის 15 მაისს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა დაამტკიცა ორი ახალი კადრი, რომელთაგან ერთი ინჟინერი-ქიმიკოსია ქადაგიძის ყოფილი მოადგილეა და მეორე იურისტი. ამის შემდგომ ეროვნული ბანკი საბჭომ ფაქტობრივად დაკარგა ფუნქცია, როგორც სებ-ის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ და ქვეყნის ცენტრალური ბანკის სრული ბატონ პატრონი გიორგი ქადაგიძე გახდა.


დადებითი:

 

ბანკებს არაპროფილური ბიზნესების ფლობა აეკრძალათ


2014 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა ეკრძალებათ. შედეგად, საბანკო სექტორი მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით შემოიფარგლება. მეტიც, არაპროფილური საქმიანობის წამოსაწყებად, ახალი ნებართვების გაცემის მეთოდიც გამკაცრდა, რაც 2008 წლამდე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაშია. იმ კომერციულ ბანკებს კი, რომლებიც ასეთ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ ვადა ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივად გამოსვლისათვის.

 

ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ ეროვნულ ბანკს ბიზნესი და ექსპერტები დიდი ხნის მანძილზე მოუწოდებდნენ, რაც ქადაგიძის სტრუქტურამ საბოლოოდ დააკმაყოფილა კიდეც.

 

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა არაპორფილურ ბიზნესებთან დაკავშირებით რეგულაციები 2008 წელს შეასუსტა, რაც მიზნად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების შესუსტებას ისახავდა. სებ-მა ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ეკონომიკის რეალურ სექტორში კონკურენციაზე უარყოფითი ზეგავლენის არიდება დაასახელა. სებ-ის განცხადებით მსგავსი პრაქტიკა ინტერესთა კონფლიქტის რისკს აჩენდა.

 

საინტერესოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული პრაქტიკა არსებობს. მსოფლიოს 136 ქვეყნიდან 49-ში ბანკებს არაპროფილური ბიზნესების ქონა ეკრძალებათ, ხოლო 48 ქვეყანაში კი არაპროფილური საქმიანობა მკაცრად არის შეზღუდული.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სათანადოდ იყოს დაცული  ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებები. უკვე წლებია მოსახლეობა ბანკებთან ურთიერთობისას უფლებების დარღვევებზე აკეთებს აპელირებას და მთავრობისა თუ ეროვნული ბანკისაგან ქმედით ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქადაგიძiს სებ-ში მოღვაწეობის პერიოდში რიგი ნაბიჯები გადაიდგა. მართალია დღესაც მიდიs საზოგადოებისაგან ბანკების აქტიური კრიტიკა და ძნელია იმის თქმა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცულია საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთერთობისას, თუმცა ქადაგიძემ ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსაწორებლად რიგი ქმედებები განახორციელა.

2011 წლის მაისში, საქართველოს ეროვნულ ბანკში  მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება შეიქმნა. განყოფილების ამოცანაა საქართველოს საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი. ამასთან, ეს განყოფილება ადმინისტრირებას უწევს „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურებისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესრულებას. ზემოაღნიშული წესის თანახმად, რომელიც 2011 წლის 1 ივნისისდან ამოქმედდა, ბანკები ვალდებულნი გახდნენ მომხმარებელს მიაწოდონ ის ყველა ინფორმაცია, რაც თან ახლავს სეხის აღებას და განუმარტონ რისკები, რაც შეიძლება კრედიტის გადაუხდელობას მოყვეს. ამასთან ბანკები ვალდებულნი არიან კლიენტებს მიაწოდონ ინფორმაცია სესხი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს იმ ყველა ხარჯს, რაც კრედიტის მომსახურებისთვისაა საჭირო.


ასევე, ბანკებს აეკრძალათ კლიენტებისთვის პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირი თანხის 2%-მეტის დაკისრება, კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, რამაც სესხების პორტირებას შეუწყო ხელი.

 

სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

 

სწორედ გიორგი ქადაგიძს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდში სავალუტო რეზერვებმა საქართველოს ისტორიაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2012 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2,65 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მომდევნო წლებში კი მცირედით შემცირდა.

ეროვნული ბანკის საერთაშორისო ფულადი რეზერვები წლების მიხედვით (აშშ დოლარი):

2010 წელი – $2 მილიარდი;

2011 წელი – $2.5 მილიარდი;

2012 წელი – $2.65 მილიარდი;

2013 წელი – $2.6 მილიარდი;

2014 წელი – $2.43 მილიარდი;

2015 წელი – $2.32 მილიარდი;

The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა;


ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker, რომელსაც Financial Times Group ფლობს, ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.

 

მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა, ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149  ქვეყანაში. გამარჯვებულთა შეფასება წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით ხდება. The Banker: – „კარგად კაპიტალიზებული და სტაბილური საბანკო სექტორი, რომელმაც აჩვენა მდგრადობა ძირითადი შოკების მიმართ, იყო მთავარი მახასიათებელი ბოლო წლების საქართველოში. იმდენად, რომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2014 წელს საბანკო ზედამხედველობის გამოცდილება ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ცენტრალურ ბანკებს გაუზიარა“.



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up