მერაბ ჯანიაშვილი: „მთავრობა მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ბიზნესს კრიზისის შემდეგ ძალიან გაუჭირდება და სესხების გადაზღვევა დასჭირდება“

მერაბ ჯანიაშვილი: „მთავრობა მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ბიზნესს კრიზისის შემდეგ ძალიან გაუჭირდება და სესხების გადაზღვევა დასჭირდება“

access_time2020-04-14 17:00:12

მთავრობა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს დაავალა, პოსტკრიზისული ეტაპის საკრედიტო საგარანტიო სქემებისთვის მუშაობა დაიწყონ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარების მობილიზება შესაძლებელი იქნება, სქემის ჯამური ღირებულება კი 2 მილიარდი ლარია.


ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივა კარგია, თუმცა პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელია ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი თანხები რეალურად ეკონომიკაში წავიდეს.


„საკრედიტო-საგარანტიო პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ 2 წლის წინ იყო, რის მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესს საგარანტიო ფონდისგან დახმარება უნდა მიეღო, მაგრამ ეს საკითხი აქამდე გააჭიანურეს  და რატომღაც მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ ბიზნესს კრიზისის შემდეგ ძალიან გაუჭირდება და ეს დასჭირდება. თუმცა, აქ ერთი საკითხია, რატომ უნდა ვასარგებლოთ ყველგან და ყველაფერში ბანკები? ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ბიზნეს დაუდგება გარანტორად და ბიუჯეტიდან ფული ისევ ბანკებს უნდა გავუყოთ. ჩვენი ეკონომიკური გუნდის აზროვნება ისე არის მოწყობილი, რომ ვერცერთი სქემა ვერ მოიფიქრეს ისე თუ ბანკი არ ასარგებლეს. თუ იმას ხვდებიან, რომ ეკონომიკას მხარდაჭერა და განვითარება უნდა, დაბალპროცენტიანი და ადვილად ასაღები სესხებია საჭირო და ამისთვის მათ გარანტორად უდგებიან, მთავრობამ თვითონ გააკეთოს მსგავსი ორგანიზაცია. ადრე  იყო საუბარი, რომ საპარტნიორო ფონდი უნდა გადაკეთებულიყო საგარანტიო ფონდად, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორი იქნებოდა, გაკეთდეს ეს დღეს და თუნდაც ისეთი სფერო, რომლითაც კომერციულ ბანკებს არ გაუწევს კონკურენციას, მაგალითად სტარტაპები დააკრედიტონ. პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელია ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი თანხები რეალურად ეკონომიკაში წავიდეს, თორემ მშიერი ხალხი თუ აჯანყდა, მთავრობას და ბანკირებს ცუდი დღე ელის. გარდა ამისა, 2 მლრდ. ლარის გამოყოფაზე იყო საუბარი, რაც ჩემი აზრით ძალიან მცირეა“, - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.


„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნის სტიმულირებაა, მაგალითად იპოთეკური სესხების წახალისების გზით.



„ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ ერთი კითხვაა, ყველა სექტორში ღირს თუ არა ახალი პროექტების დაწყება. არსებული პროექტები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თუ იქნება ახალი და კარგი პროექტები, რომელიც გაზრდილი რისკის გამო აღარ ხორციელდება, იქ სახელმწიფო ან სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ რისკის დაზღვევას განახორციელებს, ეს რა თქმა უნდა ბიზნესსაც და ბანკებსაც დაეხმარებათ. თუმცა ამას დეტალური გათვლა სჭირდება. ასევე დავამატებდი, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნის სტიმულირებაა, მაგალითად იპოთეკური სესხების წახალისების გზით“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.


ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებასა და საბანკო რეგულაციების მოხსნაში ხედავს გამოსავალს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი. მისი თქმით, მთავრობის მიერ ნებისმიერი ტიპის გადაზღვევას მოკლევადიანი ეფექტი ექნება, ამიტომ მთავრობის მხრიდან უფრო მკვეთრი ნაბიჯებია საჭირო.


„სხვა თანაბარ პირობებში ასეთი რამ არასწორია, მაგრამ არსებულ ვითარებაში პირველ რიგში სამწუხაროა, რომ მთავრობა არ მიმართავს ისეთ დახმარებას, როგორიცაა გადასახადების შემცირება ან რეგულაციების მოხსნა ისეთი სექტორებისთვის როგორიცაა საფინანსო სექტორი, რომელიც ეკონომიკური კრიზისის დროს საკმაოდ მყიფეა და ეს ყველაფერი ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანს. ახლა მთავრობის მიერ ნებისმიერი ტიპის გადაზღვევა, ფულადი დახმარება და ა.შ. ამას ექნება მოკლევადიანი და რამდენიმეთვიანი ეფექტი, მაგრამ ჩვენ არამარტო უახლოეს პერიოდზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ იმაზე თუ რა იქნება შემდეგი თვეების მანძილზე, როცა ეს კონკრეტული კრიზისი საქართველოზე მთლიანად აისახება. აქ თითოეული დაგვიანებული ნაბიჯი ცუდ შედეგებს გამოიწვევს, ამიტომ უკვე დროა მთავრობის მხრიდან უფრო მკვეთრი ნაბიჯი გადაიდგას“, - ზვიად ხორგუაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებლად, მთავრობამ უკვე ორი დასახმარებელი პაკეტი წარადგინა, რომელთა ჯამური ღირებულება 3.2 მილიარდი ლარია.

 

ნინო თამაზაშვილი

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up