მერაბ ჯანიაშვილი: ომის შემდგეგ მიღებული 850 მლნ დოლარი და სოციალურად უპასუხისმგებლო ქართული საბანკო სისტემა

მერაბ ჯანიაშვილი: ომის შემდგეგ მიღებული 850 მლნ დოლარი და სოციალურად უპასუხისმგებლო ქართული საბანკო სისტემა

access_time2016-01-14 17:23:03

მერაბ ჯანიაშვილი, აფბა–ს ვიცე–პრეზიდენტი

 

ბოლო დღეებია, „კომერსანტმა“ სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში ქართული ბანკების მიერ გადადგმული ნაბიჯების თემა წამოსწია. თემის გააქტიურების მიზეზი „ვითიბი ბანკი აზერბაიჯანის“ გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც საკუთარ კლიენტებს, რომლებიც სავალუტო კრიზისის გამო დაზარალდნენ, სესხის გადახდის პირობები მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა. 

 

რატომ არ აკეთებენ იგივეს ქართული ბანკები ქვეყნისთვის კრიზისულ სიტუაციებში? „კომერსანტმა“ ამ კითხვის გარშემო რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა და ქართველ ბანკირებს „შავი წარსული“ გაუხსენა. გამოცემა მართალია ამ მიმართულებით აკრიტიკებს ქართველ ბანკირებსა და საბანკო სისტემას, თუმცა მისი პოზიციაა, რომ მძიმე პირობებში კლიენტებისთვის შეღავათის გაწევა ბანკების ვალდებულება არაა და ესაა ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.


მე კი ვფიქრობ, რომ ქართველ ბანკებს სწორედაც რომ ვალდებულება აქვთ, კრიზისის დროს მომხმარებლების შეღავათი გაუწიონ. აი რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს:


2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს საბანკო სექტორმა მთავრობის დახმარებით მიიღო $850 მილიონი დოლარი, რაც გამოიყო საქართველოს კომერციული ბანკების მხარდასაჭერად სესხების, ფასიანი ქაღალდების და გარანტიების საშუალებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საბანკო სექტორში პრობლემები არა ომმა, არამედ არასწორმა საკრედიტო პოლიტიკამ გამოიწვია და ეს პრობლემები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გამოჩნდა, საბანკო სფერომ ომის შემდეგ, როგორც ერთ–ერთმა დაზარალებულმა სექტორმა სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი დახმარება მიიღო. საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მლრდ. დოლარიდან 850 მილიონი დოლარი სწორედ ქართულ ბანკებს მოხმარდათ. 

 

ყველას ახსოვს, რომ მათ ომის შემდგომ მოსახლეობას მასობრივად მოსთხოვეს კრედიტების ვადაზე ადრე დაბრუნება. ამისათვის ისინი აქტიურად იყენებდნენ ხელშეკრულების ერთ–ერთ მუხლს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ფორსმაჟორის წარმოქმნის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს კლიენტს ვადაზე ადრე მოსთხოვოს სესხის დაბრუნება. ბანკებმა კრედიტების ვადაზე ადრე დაბრუნება საკრედიტო ბარათების მფლობელებსაც კი მოსთხოვეს, თითქოს ომი ფორსმაჟორი იყო მხოლოდ ბანკებისთვის და არა მათი კლიენტებისთვის. 


 

2008 წლის ომისა და კრიზისიდან მოყოლებული ბანკების მოგება რეკორდულად იზრდება, კრიზისულ პერიოდში ბანკები ფაქტობრივად იყვნენ ერთადერთი ორგანიზაციები, რომლებმაც დიდი სარგებელი ნახეს. 

 

2012 წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების ("ლიბერთი ბანკის" გამოკლებით) ბალანსებზე 116,2 მილიონ ლარზე მეტი დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება აღირიცხებოდა. თუ ამ მაჩვენებელს 4 წლის წინანდელ ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ანუ სანამ ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა, 2008 წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების ბალანსებზე აღრიცხული დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების საერთო ღირებულება 3,3 მილიონ ლარს არ აღემატებოდა. ანუ, ბანკების მიერ ქონების ჩამორთმევის ფაქტები (გამოხატული ფინანსურად) 2008 წელთან შედარებით 37-ჯერ არის გაზრდილი. 

 

რაც შეეხება ორ მსხვილ ბანკს ”საქართველოს ბანკს” და ”თიბისის”, 2008 წლის მესამე კვარტალში მათ ბალანსებზე 2,3 მილიონი ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება აღირიცებოდა. 4 წლის შემდეგ 2012 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კი ამ ბანკების ბალანსებზე ჯამურად 82,3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჩამორთმეული ქონება აღირიცხება. მაჩვენებელი 35-ჯერ არის გაზრდილი.


როგორ იქცევა ცივილიზებული საბანკო სისტემა? 2012 წელს ესპანური ბანკების ასოციაციის გადაწყვეტილებით და ყველა კომერციული ბანკების თანხმობით შეაჩერეს მოსახლეობის ბინებიდან გამოსახლება 2 წლის პერიოდით. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, რამდენიმე დღით ადრე ქალის თვითმკვლელობა გახდა, რომელსაც ბანკის კრედიტის გამო ასახლებდნენ.

 

9 ნოემბერს, დილით, ბასკალდოში, 53 წლის ქალმა თავი მოიკლა - საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა. მას სასამართლოსგან წერილი ჰქონდა მიღებული გასახლების შესახებ. ამ ფაქტმა, მთელი ქვეყანა შეძრა.

 

2009 წლის 7 მაისი - თვითმკვლელობა კახეთში – წნორში მცხოვრებმა 40 წლის რობერტ ხოხონიშვილმა ტყეში ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ახლობლების განცხადებით, ხოხონიშვილს ბანკის კრედიტი – 3 ათასი ლარი ქონდა დასაფარი და ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზიც. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

2011 წლის 31 მარტი - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა. 30 წლის ქალი მდინარე მტკვარში გადახტა, თუმცა ის მაშველებმა წყლიდან დროულად ამოიყვანეს. სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ბანკში ჩადებული ბინის დაკარგვა გახდა.

 

2011 წლის 31 მარტი  - ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში 23 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით თავი მოიკლა. ცხედარი საცხოვრებელი სახლის ახლოს მინდორში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა, რომელსაც ვერ იხდიდა. მეზობლები კი ამბობენ, რომ ახალგაზრდამ თვითმკვლელობა ორი კვირის წინაც სცადა. მათი თქმით, გიორგი გასულ წლებში ჯარში მსახურობდა, რა დროსაც რუსეთ - საქართველოს ომში წაიყვანეს, საიდანაც დაბრუნების შემდეგ, ის სტრესულ მდგომარეობაში ხშირად იმყოფებოდა.

 

2012 წლის 20 ივნისი - "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისის წინ, მოქალაქე გია ხამაშურიძემ თვითმკვლელობის მიზნით ვენების გადაჭრა სცადა, მიზეზი აქაც საბანკო კრედიტი სახელდება.

 

2012 წლის 23 ივლისი - 50 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა სამგორის მეტრო სადგურში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ფრიდონ ჯანჯღავა დაძრულ მატარებელს შეუვარდა. ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი იპოთეკური სესხი გახდა.

 

მიუხედავად არაერთი სიუციდისა და სავალუტო კრიზისის ფონზე მოსახლეობის სოციალური ფონის დამძიმებისა, ქართული ბანკები და ბანკირები, მათი სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხით ნამდვილად არ იმსახურებენ ცივილიზებული საბანკო საზოგადოების წევრობას.




„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up