მერაბ ჯანიაშვილი: „ეკონომიკური ზრდის უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს ველოდი“

მერაბ ჯანიაშვილი: „ეკონომიკური ზრდის უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს ველოდი“

access_time2017-10-04 12:40:48

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილ 4,5%-ზე მეტად გაიზრდება, მიაჩნია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეკონომიკურ ანალიტიკოსს მერაბ ჯანიაშვილს.

 

„თუ მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით ვიმსჯელებთ, ეკონომიკაში საკმაოდ ნორმალური მაჩვენებლები გვაქვს. თითქმის ყველა მაკროეკონომიკური პატამეტრი, გარდა ინვესტიციებისა, გაუმჯობესებულია და სავარაუდოდ მშპ მომავალ წელს „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროეტში დაგეგმილ 4,5%-ს გადააჭარბებს", — განუცხადა მერაბ ჯამიაშვილმა „Sputnik-საქართველოს".

 

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ეკონომიკური ზრდის უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს ელოდა.

 

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტზე საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტში ხელისუფლების პრიორიტეტები თითქმის არ შეცვლილა და მომავალ წელსაც სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა დაახლოებით იმავე მიმართულებით იგეგმება, როგორც წინა წლებში. კერძოდ, 2018 წელს იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც და ხარჯებიც, რაც 2016 წელის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ჰქონდა მმართველ ძალას აღნიშნული, განაცხადა ჯანიაშვილმა.
„საყურადღებოა ისიც, რომ მომავალ წელს ჩვენ გვიწევს დიდი რაოდენობით საგარეო ვალდებულებების დაფარვა და ამისათვის 750 მლნ ლარია გამოყოფილი, მაგალითისთვის რომ შევადაროთ, 2017 წელს ეს თანხა 430 მლნ ლარის ფარგლებში იყო", — განაცხადა ანალიტიკოსმა.

 


მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ისიც აღსანიშნავია, რომ თუ 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტი იყო 3,5%, ეს მაჩვენებელი ფინანსთა სამინსიტროს გათვლებით 2018-ში 3,2 %-ამდე ჩამოიწევს.

 

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) განისაზღვრა 12 364 500 ათასი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911 500 ათას ლარს, გრანტები — 165 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 1 288 მლნ ლარს.
მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.

 

პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2017 წელთან შედარებით, 111,2 მლნ ლარით იზრდება და 3 527 მლნ ლარს შეადგენს, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 2 463,2 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის — 982,8 მლნ ლარამდე.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 572 მილიონი ლარით იზრდება და 1 830 მლნ ლარს შეადგენს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება კი 2017 წელთან შედარებით 62,6 მლნ ლარით იზრდება და 1 178 770 ათასი ლარი იქნება.

 

sputnik.ge

 

 

 



საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up