მექსიკაში, პუებლას შტატის გუბერნატორმა, ლუის მიგელ ბარბოზამ განაცხადა, რომ ღარიბებს კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent-ი ავრცელებს.
„მექსიკაში დაინფიცირებულების 75% საზღვარგარეთ არის ნამყოფი, ღარიბებს კი სამოგზაურო ფული არ აქვთ. ასე რომ, თუ მდიდარი ხარ, რისკის ჯგუფში ხარ, თუ ღარიბი ხარ - არაფერი გემუქრება“, - განაცხადა გუბერნატორმა.
ბოლო მონაცემებით, მექსიკაში კორონავირუსის 475 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge