მექსიკელები ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებენ

მექსიკელები ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებენ

access_time2017-02-04 18:00:03

აშშ-ს საზღვრიდან დედაქალაქის ჩათვლით, მექსიკელები დონალ ტრამპის იდეას, საზღვარზე დიდი კედლის აშენებასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ. ამასთან, მექსიკულ საქონელს აშშ-ს საზღვარზე 20%-იანი გადასახადის დაწესება ემუქრება.

 

პოლიტიკოსები გამოსავალზე ფიქრობენ, ხოლო საზოგადოებამ უკვე მოქმედება დაიწყო. სოციალური მედიის გზით მექსიკელები ერთმანეთს მოუწოდებენ, არ მოიხმარონ McDonald's-ის, Starbucks-ის, Coca-Cola-სა და Walmart-ის პროდუქცია.

 

Facebook-ზე გამოჩნდა „ჰეშთეგები," რომლებმაც პოპულარობა მალევე მოიპოვეს: #AdiosStarbucks, #AdiosProductosGringos და სხვ. თავის მხრივ, Starbucks-მა თავი საჯაროდ დაიცვა და განაცხადა, რომ მის ქსელში 7,000-ზე მეტი მექსიკელი მუშაობს და რომ ადგილობრივი ყავახანები მექსიკაში მოყვანილი ყავის მარცვლებს იყენებენ.

 

მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკული საქონლის ბოიკოტი თავად მექსიკას ავნებს: „ამერიკული კომპანიები, რომლებიც მექსიკაში ოპერირებენ, რეალურად მექსიკურ ფრანჩიზებს წარმოადგენენ, თანამშრომლებიც კი მექსიკელები არიან," ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, ფერნანდო რუიზი.

 

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც ტრამპმა მექსიკას კედლის აშენებაში ფინანსური თანამონაწილეობა მოსთხოვა. ამის შემდეგ მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენია ნიეტომ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

 

ანალიტიკოსების განცხადებით, პენია ნიეტოს რამდენიმე ბერკეტი გააჩნია. მაგალითად, მექსიკას შეუძლია ისეთ საკითხებში შეწყვიტოს ამერიკასთან მოკავშირეობა, როგორებიც უსაფრთხოება და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაა.

 

 

ავტორი: CNNMoney



6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up