მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 274 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსის 439 046 შემთხვევა დადასტურდა, 47 746 ადამიანი კი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მექსიკამ დიდ ბრიტანეთს გადაასწრო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge