მექსიკაში 2 000-მდე პირს ნარკოკარტელის $1 მილიარდიან ბრუნვასთან კავშირის გამო, ანგარიშები გაუყინეს

მექსიკაში 2 000-მდე პირს ნარკოკარტელის $1 მილიარდიან ბრუნვასთან კავშირის გამო, ანგარიშები გაუყინეს

access_time2020-06-04 11:00:05

მექსიკის ფინანსური მარეგულირებელი სამსახური აცხადებს, რომ მათ ანგარიშები გაუყინეს 1 939 ადამიანს და კომპანიას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ნარკოკარტელის $1.1 მილიარდიან ბრუნვასთან.


ქვეყნის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ განაცხადა, რომ მათ აშშ-ის ანტინარკოტიკულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით 1 770 ადამიანი და 167 კომპანია გამოავლინეს, რომლებიც ფინანსურ თაღლითობასთან, „ლურჯი აგავის“ სახელით ცნობილ „ოპერაციასთან“ იყვნენ კავშირში.


ლურჯი აგავა კაქტუსის მსგავსი მცენარეა, რომელსაც ტეკილას დასამზადებლად იყენებენ, რაც მექსიკის ხალისკოს შტატში ერთგვარი სავიზიტო ბარათია. სწორედ ამ შტატში მდებარეობს აღნიშნული ნარკოკარტელიც.



შესაბამისი უწყების ცნობით, ათასობით საეჭვო შიდა ტრანზაქცია გამოავლინეს, რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით $666 მილიონი იყო. საერთაშორისო ტრანზაქციებმა კი #330 მილიონი შეადგინა.


როგორც ვარაუდობენ, აღნიშნული თანხები დაკავშირებულია ხალისკოს ახალი თაობის კარტელთან, რომელიც ცნობილია, როგორც ჰიპერ-ძალადობრივი ჯგუფი.


forbes.ge


თეგები:
მექსიკა



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up