ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოსწინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო.
ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა.
გურამმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოუპოვა. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გდებით სძლია.
მეოთხედფინალში ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და მეტოქეს დამატებით დროში გაფრთხილებებით ჩამოიშორა გზიდან.
ნახევარფინალში კი ქართველი მძიმეწონოსანი რუს ტამირლან ბაშაევთს შეხვდა და მოწინააღმდეგეს ორი ვაზარით აჯობა.
1tv.ge