მეორე ტურის წინ ხელისუფლება ვა-ბანკზე წავიდა  - საზოგადოების წევრები საარჩევნო კამპანიას აფასებენ

მეორე ტურის წინ ხელისუფლება ვა-ბანკზე წავიდა - საზოგადოების წევრები საარჩევნო კამპანიას აფასებენ

access_time2018-11-28 11:00:00

უკვე ნამდვილად შეიძლება თქმა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და პოლარიზებული არჩევნები.  ვითარება მას შემდგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც პირველი ტურის შედეგებში ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეც შორის სხვაობა ერთ პროცენტზე ნაკლები დაფიქსირდა. ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება არჩევნების  მეორე ტურის დროს უფრო სიძულვილის ენას, ერთმანეთის ლანძღვასა და ოპონენტის ნეგატიურ პოზიცირებას ეძღვნებოდა, ვიდრე საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან თავიანთი პოლიტიკურ-ეკონომიკური ხედვის წარმოჩენას. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ საზოგადოების აქტიური წევრები, რომელთა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები ერთ რამეში ნადვილად ემთხვევა - წინასაარჩევნო კამპანიის მეორე ტური განსაკუთრებით გამოირჩეული გახდა თავისი აგრესიისა და სიძულვილით.

 


ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი



მეორე ტურის წინასაპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია იმით, რომ დაფიქსირდა მაღალი პოლიტიკური აქტივობა და ეს მიუთითეს დემოკრატიის ხარისხის ზრდაზე საზოგადოებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩვენს მედიას და პოლიტიკურ კლასებს მეტი საჭირო ინსტრუმენტები გამოეყენებინა, რათა საზოგადოება ყოფილიყო სწორად ინფორირებული, რაც მოგვაინებით სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა. ვგულისხმობ რამდენიმე ეტაპიან დეპატებს და ა.შ. აღნიშნულის სანაცვლოდ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საკმაოდ მოძველებული და არქაული სისტემით წარიმართა. საზოგადოებას შევთავაზეთ ლანძღვა, პიარის შავი ტექნოლოგიები და ინფორირებულობის დაბალი დონე. კიდევ ერთხელ მხოლოდ მედიაზე არ მაქვს საუბარი, არამედ ვგულისხმობ პოლიტიკურ ძალებსაც.   არჩევნების შემდეგ ამ თემაზე ატიურად უნდა დავიწყოთ მსჯელობა, რათა შემდგომში იგივე  აღარ განმეორდეს“.

 

ბათუ ქუთელია - „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი




„როგორც მოქალაქეს და საზოგადების წევრს საარჩევნო კამპანიაში განსაკუთრებით არ მომეწონა პოლარიზებული აარჩევნო გარემო.  აღნიშნული სპობს პოლიტიკურ სივრცეს და ხელს უშლის სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებას. გასაგებია, რომ მსგავისი მიდგომები ზოგადად ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს, მაგრამ ვითარება უფრო მძიმდება, როცა სახეზეა ხელისუფლების მიერ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალის გამოყენება სასურველი შედეგის მისაღებად. მეორე ტურის წინ კი მკვეთრად გამოჩნდა, რომ მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირება - იქნება ეს ჯარი, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური და ა.შ.  ეს არის სეირიოზული დარტყმა ქვეყნის დემოკრატიაზე. ესე იგი, ის რაც ჩანდა პირველ ტურის წინ,  უფრო ძლიერად გამოჩნდა მეორე ტურში - ხელისუფლება ვა-ბანკზე წავიდას, რათა საასურველი შედეგი მიეღო“...

 

 ირაკლი კაკაბაძე - მწერალი



„საკმაოდ არაჯანმრთელი იყო მთელი საარჩევნო კამპანია და ძალიან ნეგატიური. ერთი მხრივ სხვადასხვა  ბრალდება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული შემზარავი კადრები. ანუ ეს ორი პოლიტიკური ძალა მთელი ამ დროის განმავლობაში ეჯიბრებოდა, ვინ უფრო ნეგატიურ კამპანიას აწარმოებდა და ვის უფრო მეტი ცუდი აქვს გაკეთებული. საბოლოოდ რაიმე პოზიტიური არ მომხდარა, მათ შორის არც საპრეზიდეტო კანდიდატებს უსაბრიათ თავიათ ხედვებზე, რაც ძალიან საინტერესო იქნებოდა. მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიამ  გამიჩინა სურვილი რაიმე რეგულაცია დაწესდეს ამ მიმართულებით, რათა მსგავსი სიძულვილით გამსჭვალული პროცესებში აღარ მოვექცეთ. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მინახავს ასეთი არჩევნები.


მიშა მშვილდაძე - “ფორმულა კრეატივის” დირექტორი



„პირველი, რითაც მეორე ტური გახდა დასამახსოვრებელი იყო ძალიან ბინძური კამპანია. ვგულისხმობ ბანერებს, ადმინისტრაციული რესურსით ფსევდო ოპოზოციური აქციების ჩატარებას, ცემას, დაშინებს, 6000 ათას ადამიანის მოსყიდვას,  კარტოფილის დარიგებას - ეს ყველაფერი იყო ძალიან, ძალიან ცუდი.  ერთადერთი პოზიტიური ამ კამპანიისას შესაძლოა დავინახოთ ის, რომ ახალგაზრდა დემოკრატიისთვის მოხდა მნიშნვნელოვანი მოვლენა, როცა ხელისუფლებამ არჩევნები წააგო პირველ ტურში. ზოგადად მრავალპარტიულობა დადებითად მიმაჩნია და საბოლოოდ, ჩვენი საზოგადოებაც უნდა გახდეს მულტიპოლარული.





სალომე ლემონჯავა







„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“
access_time2019-10-21 12:43:39
„ხან პანტელეიმონ გიორგაძეს აგზავნიდა მოსკოვი, ხან მინდია გულუას, ხან ვის და ხან ვის. როგორ დამთავრდა მათი ”მოღვაწეობა”, გვახსოვს. ეს განსხვავებული ყაიდის ემისარია. დიდ ”სტავკას” მასზე არავინ გააკეთებს. წერტილოვანი დარტყმის მისაყენებლად თუ გამოდგება. ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს. ცოტა ფულსაც მისცემენ, ერთი კაცით მაინც რომ მოხვდეს პარლამენტში, მაგრამ მეეჭვება, რომ აქამდე გაქაჩოს. უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი...


მსგავსი სიახლეები

up