უძრავი ქონების ბაზარზე საბურთალო, ვაკე და გლდანი დომინირებს

უძრავი ქონების ბაზარზე საბურთალო, ვაკე და გლდანი დომინირებს

access_time2018-10-12 09:00:00

2018 წლის მეორე კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არ გააქტიურებულა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა (22.7%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 30 264 ერთეული შეადგინა.


უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. მეორე კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 35.8% შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისს გარეთ უძრავი ქონების გაყიდვები გაზრდილია 14.0%-ით. უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით, მეორე კვარტალი, თბილისის გარდა, განსაკუთრებით აქტიური გამოდგა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა (წლიური ზრდის ტემპი 120.0%) და მცხეთა-მთიანეთისთვის (57.6%).


დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე საბურთალო, ვაკე და გლდანი დომინირებს. მეორე კვარტალში უძრავი ქონების ყველაზე მეტი გაყიდვა საბურთალოზე (3,527 ერთეული) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, ვაკე (2,279 ერთეული) და გლდანი (1,407 ერთეული) ინაწილებენ.


მეორე კვარტალში თბილისს 167 ახალი უძრავი ქონება შეემატა, რომლის ჯამური ფართობი 336 ათას კვ.მ. შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ახალი უძრავი ქონების რაოდენობა (-15.2%), თუმცა მათი ჯამური ფართობი გაზრდილია (31.3%). შემცირება ფიქსირდება როგორც ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების, ისე ახალი კომერციული უძრავი ქონების მიწოდებაში.



2018 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი  ქონების როგორც გაყიდვის (0.1%), ისე გაქირავების ფასის (5.6%) ინდექსი. აღნიშნულ პერიოდში 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 868 აშშ დოლარსა და 881 აშშ  დოლარს შორის მერყეობდა, გაქირავების საშუალო კი 6.2 და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო.


მთაწმინდა კვლავ რჩება დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად საცხოვრებელი უძრავი ქონების  როგორც გაყიდვის (1,124 აშშ დოლარი), ისე გაქირავების (7.70 აშშ დოლარი) საშუალო ფასის მიხედვით; საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასი ყველაზე დაბალია სამგორში (547 აშშ დოლარი), გაქირავების კი – გლდანში (4.62 აშშ დოლარი).


2018 წლის მეორე კვარტალშიც კომერციული უძრავი ქონების გაყიდვების ფასის ინდექსი ინარჩუნებს ზრდად ტენდენციას, წინა კვარტალთან შედარებით, ინდექსი 2.5%-ით გაიზარდა.  გაქირავების ფასის ინდექსიც გაზრდილია 24.7%-ით წინა კვარტალთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში 1 კვ.მ. კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1,050 და 1 224 აშშ დოლარს შორის მერყეობს, ხოლო გაქირავების საშუალო ფასი – 9.03 და 10.11 აშშ დოლარს შორის.


2018 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმნიშვნელოდაა გაზრდილი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა როგორც ბათუმში (0.01%), ისე ქუთაისში (0.1%). აღნიშნული ტრანზაქციების ზრდის ფონზე, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასის ინდექსი ამ ორი ქალაქისთვის განსხვავებულ ცვლილებებს გვიჩვენებს – წინა კვარტალთან შედარებით, ინდექსი ბათუმში ინდექსი უმნიშვნელოდ გაზრდილია (1.2%), ქუთაისში კი – შემცირებულია (-3.7%). აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ბათუმში 795 აშშ დოლარს შეადგენს (1 კვ.მ.), ხოლო ქუთაისში შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 351 აშშ დოლარს უტოლდება.


შეგახსენებთ, აღნიშნული  თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის, უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM Lab) ფარგლებში ჩატარებული  კვლევაა, რომლის არეალი მოიცავს როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრებს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? - „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? -   „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“
access_time2019-07-23 10:00:18
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან ერთად  ყველაზე უარყოფით შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას - მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ქვეყნის მთავარი მარეგულირებელის საქმიანობას ბიზნესი, მით უფრო ლარის მორიგი...


მსგავსი სიახლეები

up