მეორადი უძრავი ქონება უფასურდება

მეორადი უძრავი ქონება უფასურდება

person access_time2016-05-28 14:30:53

მეორად უძრავ ქონებაზე ფასები და მოთხოვნა მკვეთრად მცირდება -ამის შესახებ სპეციალისტები „კომერსანტთან" საუბრობენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 32% არის გაზრდილი . რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით , პირველადი ტრანზაქციები გაზრდილი 76% ხოლო მეორედი ტრანზქციები 23% ით.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მკვლევარი ლარისა პატარაია  ამბობს, რომ ზოგადად მეორადი უძრავი ქონება საქართველოში ამორტიზებულია და ბევრი ადამიანი ერიდება ასეთი ტიპის ტრანზაქცია განახორციელოს. მისივე თქმით, ფასთა შორის სხვაობაც ახალაშენებულ უძრავ ქონებასა და მეორადს შორის ძალიან დაბალია. პატარაუა ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარი გაჯერებული გახდა და რეალურად დიდი წინსვლაა ამიტომაც როდესაც ფასებს შორის სხვაობაც აღარ არის მომხმარებელი არჩევანს პირველად ქონებაზე აკეთებს. რადგანაც მიაჩნია, რომ ის უფრო მდგრადია და დიდი ხნის განმავლობაში იქნება სიცოცხლისუნარიანი. ბიზნეს სკოლის მკვლევარი ამბობს, რომ რაც უფრო გავა დრო მით უფრო შესამჩნევი გახდება სხვაობა პირველად და მეორად ტრანზაქციებს შორის და მეორადი უძრავი ქონება მეტად გაუფასურდება.

 

მისივე შეფასებით, უძრავი ქონების ინდუსტრია მთლიანობაში ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს როგორც ეკონომიკური აქტივობის ისე ინვესტიციების კუთხით.

 


უძრავი ქონების კომპანია 2X2-ის ბროკერი ლევან ფაილოძე  ამბობს, რომ ზოგადად გაყიდვების ზრდაზე ყველაზე მეტად გავლენა ლარის გამყარებამ მოახდინა . მისივე თქმით,  წინა წლებთან შედარებით სტატისტიკის მიხედვით გააქტიურებულია ახალი კორპუსების მშენებლობა, იზრდება გაყიდვები და უდიდესი პროცენტი მოდის ახალაშენებულ ბინებზე. ფაილოძე ამბობს, რომ  ძველ ბინებზე მოთხოვნა ეცემა, იაფდება ფასები. ბროკერი ინფორმაციითვე,  დღეს მყიდველს შეუძლია გააკეთოს არჩევანი, რამდენიმე ობიექტიდან,  მიწოდება მაღალია და კონკურენციაც დიდია.

 

 

 

 

 




forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...


მსგავსი სიახლეები

up