ადგილზე მიტანის სერვისი menu.ge საქართველოს ბაზარზე ოპერირებას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ძვირფასო მეგობრებო! გვინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენმა გუნდმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება შეაჩერა, რაც ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება გახლდათ. ჩვენი კომპანიის სახელით მადლობას გიხდით გაწეული თანამშრომლობის 6 წლისთვის“, — აღნიშნულია განცხადებაში.
Menu.ge კაფე-ბარებიდან და რესტორნებიდან ადგილზე მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, მცხეთა) ახორციელებდა.
დეტალებს „კომერსანტი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ნინო თამაზაშვილი