მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

access_time2020-07-08 20:30:48

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა. დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურობენ. მათ მიერ გაწეული ფინანსური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის მხარდაჭერა იმ სოციალური ჯგუფების რეაბილიტაციაზეა გათვლილი, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.


სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია საქართველოშიც თანდათან იძენს აქტუალობას, რის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს „ევროპაბეთის“ პასუხისგმებლიანი თამაშის კამპანია responsible.ge. პროექტის ფარგლებში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში „კამარა“ ფსიქოთერაპიის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის თებერვლიდან დაიწყო. 7 ივლისს კი კომპანიის დაფინანსებით ახალი ცენტრი - „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა, რომლის ძირითადი ბენეფიციარები ლუდომანიით დაავადებული ადამიანები იქნებიან. თუმცა, საზოგადოებაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ცენტრი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების რეაბილიტაციის პროცესში ჩართვასაც გეგმავს.


ამჟამად, მთავარ გამოწვევას ქართული საზოგადოებისთვის Covid-19 წარმოადგენს. ამოუცნობი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი, რამდენიმე თვეა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობს, რაც სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. სამედიცინო პერსონალის შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც სწორედ ისინი წარმოადგენენ ცენტრალურ რგოლს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების და დარეგულირების კუთხით. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, „მენტალ ჰაბი“ სამედიცინო პერსონალს უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს.



„მენტალ ჰაბი“ ფსიქოლოგების, ფსიქიტრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს. ჩვენი გუნდის წევრები მრავალი წელია ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პაცინეტებთან მუშაობენ და ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხითაც გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებაში არსებული გამოწვევების აღმოფხვრას მოვახმაროთ. ამჟამად, მნიშვნელოვან გამოწვევას „Covid -19“-ის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა წარმოადგენს. სტრესულ გარემოში მუშაობა გავლენას ახდენს პერსონალის შრომის ნაყოფიერებაზე. ამის გამო, გადავწყვიტეთ ჩვენს კოლეგებს უფასო ფსიქოთერაპიული მომსახურება გავუწიოთ“, - აცხადებს „მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი, ფსიქიატრი, აკაკი ბურკაძე.


უფასო ფსიქორეაბილიტაციის პროგრამების ამოქმედება „ევროპაბეთის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველოს სათამაშო ბიზნესში ევროპული მოდელის დამკვიდრებას.




„პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს, ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენი გახმაურებული თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასთან“ სწორედ უკანასკნელი პუნქტის ნაწილია. უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსი თებერვალში გამოცხადდა, პანდემიის გამო მომსახურების მიწოდება არ შეჩერებულა და ამ დრომდე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.


უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თანამშრომლობის გამოცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურეა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, პროგრამაში ადგილები მე-2 დღესვე სრულად შეივსო, რამაც მომსახურების გაზრდის საჭიროებაში დაგვარწმუნა. „მენტალ ჰაბი“ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი ახალი ცენტრია, რომელიც მაღალი კომპეტენციის პერსონალით არის დაკომპლექტებული, რაც მნიშვნელოვანი რესურსია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის.


responsible.ge-ს ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებასა და ახალი პროგრამების განხორციელებასაც მოვისაზრებთ, რაც ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობას საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გაზრდის“ ,- აცხადებს ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.


რეგისტრაცია ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსებზე „მენტალ ჰაბში“ 8 ივლისიდან დაიწყო. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911. ოპტიმალური კურსი 3-6 თვეს მოიცავს და კვირაში 8 საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.


***


„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია დროის კონტროლი დანერგა.


რეკლამაში დაზოგილი თანხა „ევროპაბეთს“ საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები სარგებლობენ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up