„ბიუ ბიუს„  დამფუძნებელი: „მენტალურად მთავრობა განვითარებას ჩამორჩა“

„ბიუ ბიუს„ დამფუძნებელი: „მენტალურად მთავრობა განვითარებას ჩამორჩა“

access_time2018-07-03 14:15:13

მენტალურად მთავრობა განვითარებას ჩამორჩა“ - ამის შესახებ საქმიანი დილის ეთერში „ბიუ-ბიუს“  დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანაში არ კეთდება აქცენტები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ჯანსაღი კვება.



ჩვენ ბიზნესის განვითარება დაგეგმილი გვქონდა ქვეყნის განვითარებიდან გამომდინარე. მე მეგონა უფრო მეტი ევროპა იქნებოდა საქართველოში ამ წლების განმავლობაში, უფრო მეტი ცივილიზაცია და სურსათით უზრუნველყოფა იქნებოდა. მედიცინა მიმართულია მხოლოდ წამლებზე და მკურნალობაზე... მე არ მქონია არცერთი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან, ან მის მოადგილეებთან კვების თაობაზე. კვება, ცილოვანი საკვების მიღება აუცილებელია ადამიანის ნორმალური განვითარებისთვის. დღეს საქართველოში შემოდის ისეთი საკვები, რომელიც ბევრ დაავადებებს იწვევს ბავშვებში, მოზარდებში და შედეგად ჯანდაცვაში უფრო მეტი ფული იხარჯება“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.



როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა საქართველოში მოსახლეობის მიგრაციაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პირდაპირ აისახება.




არ გვევგონა თუ 2012 წლიდან საქართველოს მოსახლეობა კვლავ შემცირდებოდა. მცირდება ის ხალხი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურია. ჩვენ ამას ძალიან ვგრძნობთ, რადგან პროდუქციის მოხმარებაზე პირდაპირ აისახება, - განაცხადა ბიუ-ბიუს დამფუძნებელმა.



მისივე თქმით, პრობლემა მთავრობაშია, რადგან ის ვერ პასუხობს ქვეყნის გამოწვევებს.პრობლემა არის ის, რომ მენტალურად მთავრობა ჩამორჩა განვითარებას. საქართველო საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხისგან შედგება და თუ იქნება შესაბამისი პირობები აუცილებლად განვითარდება ქვეყანა, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.


BM.GE






კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up