მენაშენეთა ასოციაცია მთავრობისგან  კორპუსებზე მიშენებების დემონტაჟს მოითხოვს

მენაშენეთა ასოციაცია მთავრობისგან კორპუსებზე მიშენებების დემონტაჟს მოითხოვს

access_time2021-10-11 14:00:45

მენაშენეთა ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, საცხოვრებელ კორპუსებზე მიშენებული ფართების დემონტაჟი მოახდინონ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა ორშაბათს, 11 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღება არის ერთადერთი გამოსავალი, რაც თბილისსა და დიდ ქალაქებს ნგრევისგან დაიცავს.



საფრთხე კი, როგორც როსტომაშვილი ამბობს, საკმაოდ დიდია, რადგან კორპუსების უმეტესი ნაწილის შემთხვევაში, კონსტრუქცია  დარღვეულია და მცირე ბიძგიც საკმარისია, რომ ნგრევა მოხდეს.



,,თავის დროზე გაცემული ნებართვების, ასევე თვითნებურად განხორციელებული მიშენებების გამო კორპუსების უმეტესი ნაწილს ნგრევის საფრთხე ემუქრება. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, რა განუკითხაობაც დღეს არის, 100%-ით დამნაშავეა  3,5 მილიონი მოქალაქე, ყველას ჩვენ-ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება. სანამ ამას არ გავიაზრებთ და არ გავითავისებთ, არაფერი გვეშველება. დღესდღეობით თბილისის მასშტაბით იშვიათად ნახავთ საღ შენობას, რომელიც მაღალი სტანდარტისაა და უსაფრთხოების ნორმას აკმაყოფილებს“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.



მისი თქმით, პრობლემა დაიწყო გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, როდესაც ლოჯიების მიშენებაზე გაიცა ნებართვები. თუმცა ის ეხებოდა საზაფხულო ფართებს, რითაც შემდეგში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბოროტად ისარგებლა.



,,საცხოვრებელ კორპუსებზე მიშენების წინააღმდეგი ყოველთვის ვიყავი, მაშინაც, როცა ნებართვა ოფიციალურად გაიცემოდა. თავიდან ეს ეხებოდა საზაფხულო ფართებს, მაგრამ შემდეგში თვითნებურად საცხოვრისად გადაკეთდა, რამაც ამ შენობების გაავარიულება გამოიწვია. მთავრობის მხრიდან მეორე დანაშაული იყო ის, რომ ისევ 90-იან წლებში დაუშვეს პრივატიზაცია.  ბევრს უკანონოდ გაკეთებული ლოჯიებიც დაუკანონეს. დღეს, როცა საფრთხე აშკარად გამოკვეთილია, ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ მშენებლობის უსაფრთხოება  დავიცვათ. მოსახლეობა ვალდებულია,  დემონტაჟი მოახდინოს, რადგან ამის გარეშე  შენობა ვერ გამაგრდება, მთავარი პირობაა, რომ  პირვალნდელ მდგომარეობაში მიიყვანოს ობიექტი და მერე მოხდეს გამაგრება. ამას თუ არ გავაკეთებთ, ბათუმის ტრაგედია არ იქნება პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მსგავსი პრეცედენტი გახშირდება“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.




მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, არსებულ სიტუაციაში უნდა შეიქმნას წმინდა ქართული მოდელი, რითაც იხელმძღვანელებენ, ვინაიდან მსგავსი ფაქტები არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის.

 


,,ქვეყნის მასშტაბით უამრავი ავარიული სახლია.  წარმოიდგინეთ, ამ შენობების სიმძიმის ცენტრი არათანაბრად არის განაწილებული, კონსტრუქცია დარღვეულია, როგორც აღვნიშნე, ოდნავ ბიძგი და ჩამოიშლება. ფაქტობრივად, კარტის სახლიც პრინციპია, ყველას გვითამაშია, ერთი კარტიც რომ ამოიღო ქვევიდან მთლიანად იშლება, ასეა მშენებლობაშიც. აქედან გამომდინარე, დედაქალაქის მერს ვურჩევ, მძიმე ტექნიკა მოიყვანოს, გამოიყვანოს ხალხი და დემონტაჟი განახორციელოს.  ამის გადადება არაფრით არ შეიძლება, უკვე დაგვიანებულიცაა, ამიტომ რაც მალე დავიწყებთ, მით მეტად იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული. ავარიული ფონი გვაქვს ქვეყანაში, რაც ყველაზე დიდი საფრთხეა. 4-5 ბალიანი მიწისძვრა და მასიური ნგრევა მოხდება, რასაც უკვე ვეღარც მაშველი ეყოფა და ვერც რესურსი.  4-5 ბალიანი მიწისძვრა ჩვეულებრივი მოვლენაა სეისმურად აქტიურ  ქვეყნებში და ჩვენთან კი მთელ ქალაქს გაასწორებს“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

 


11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყანა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს გლოვობს.



ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დროშები ღამის 00:00 საათიდან დაუშვეს.



დღის განმავლობაში გაიმართება დაღუპულთა მემორიალური ღონისძიებები.



8 ოქტომბერს, ბათუმში, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყვა 10 ადამიანი. დაიღუპა - 9, აქედან 3 დაღუპული ბავშვია. საავადმყოფოშია მოთავსებულია 37 წლის კაცი. 

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up