„მენაშენეთა ასოციაცია“ დადებითად აფასებს თბილისის მერის ინიციატივას ტაქსების ლიცენზირებაზე

„მენაშენეთა ასოციაცია“ დადებითად აფასებს თბილისის მერის ინიციატივას ტაქსების ლიცენზირებაზე

access_time2018-01-25 15:06:35

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას, დედაქალაქში დაქსების სავალდებულო ლიცენზირების შესახებ, მნიშვნელოვანს უწოდებენ „მენაშენეთა ასოციაციაში".

 

თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სიახლეა ტაქსებისთვისაც, ლიცენზირება სავალდებულო ხდება. თუმცა, მისივე თქმით, ეს მძღოლებს დიდ ტვირთად არ დააწვება.

 

„მენაშენეთა ასოციაციაში" განმარტავენ, რომ ტაქსების ლიცენზირება აუცილებელია შემდეგი პირობების დასაკმაყოფილებლად: 1. უსაფრთხო ტრანსპორტი - აუციელებლია მკაცრი ტექდათვალიერება; 2. კომფორტული ტრანსპორტი - მინიმალური სტანდარტები, დღეს გამართლებაზეა - რომ ჩაჯდები არ იცი როგორი ტაქსი არის; 3. გადასახადის დაწესება - თუ მშენებლობაზე დასაქმებული მუშა იხდის გადასახადს, მაშინ რატომ არ უნდა გადაიხადოს ტაქსის მძღოლმა, რომელიც უფრო მეტს გამოიმუშავებს; 4. სპეციალური ადგილების გამოყოფა - ტაქსი ან გამოძახებით, ან რიგში დგანან სპეციალურად გამოყოფილ ზონებში. რომ აღარ იყოს ქალაქში „თევზაობა".

 

თბილისში სატრანსპორტო სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესებისთვის და საცობების შესამცირებლად კომპლექსური სამუშაოების გატარება იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.


 

პროექტი ითვალისწინებს მეტროს რეაბილიტაციას, მგზავრთნაკადის ზრდასა და გადაადგილების დროის შემცირებას. ამჟამად მეტროსადგური "გურამიშვილი" რეაბილიტაციის მიზნით 15 მარტამდე დაკეტილია. ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი, კომფორტული, ეკოლოგიური ტრანსპორტით და მათი რაოდენობაც გაიზრდება. მათთვის სპეციალური ზოლები ე.წ. ბასლაინები გამოიყოფა. დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანებს, სპეცტექნიკას მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთში შეეძლებათ გადაადგილება, მიკრო ავტობუსების გაჩერების ადგილებსაც რეგულაციები განსაზღვრავს. ტრანზიტულ მოძარაობაზე კი ჯარიმა 20-დან 500 ლარამდე იზრდება.

 

დედაქალაქის მერის განცხადებით ცვლილებები პარლამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან და კერძო სექტორთან შეთანხმების გზით განხორციელდება.

 

(NS)

 

 



თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში
access_time2020-01-21 10:00:32
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია. თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში...

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან
access_time2020-01-21 11:30:55
რუსეთის მოქალაქეები თურქეთის უძრავი ქონების შემსყიდველთა რიგებში დაწინაურდნენ. ერაყისა და ირანის მოქალაქეებთან ერთად რუსეთი ამ მაჩვენებლით პირველ სამეულშია.  ამის შესახებ სააგენტო RBK თურქული სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს. 2019 წელს რუსებმა თურქეთში 2890 უძრავი ქონება შეიძინეს,  რაც 26 პროცენტით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ მაჩვენებლით...


მსგავსი სიახლეები

up