მენაშენეები ტექდათვალიერების პროცესის პარალელურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოითხოვენ

მენაშენეები ტექდათვალიერების პროცესის პარალელურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოითხოვენ

access_time2018-04-24 15:51:08

„მენაშენეთა ასოციაცია სავალდებულო ავტოტექდათვალიერებაში ბევრ პოზიტივს ხედავს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამის პარალელურად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად.

 

„ზოგადად, მხარს ვუჭერთ. ეს კომპლექსური მიმართულებაა - ჩვენ უსაფრთხოება გაგვიმკაცრდა, ხოლო მანქანებს - ტექდათვალიერება. ანუ სტანდარტის აწევა საერთო სახელმწიფოებრივი მიდგომაა, რაც კარგია. ეფექტი აუცილებლად იქნება, თუ ეს ყველა სფეროში მოხდება და არა მარტო ერთ სეგმენტში, - აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.

 

მენაშენეები ეთანხმებიან თბილისის მერის კახა კალაძის მოსაზრებას, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების პროცესი მტკივნეული, მაგრამ აუცილებელია და მიიჩნევენ, რომ ამის პარალელურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფუძვლიანი მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეამცირებს დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობას.

 

„ეს პროცესები პარალელურად უნდა წარიმართოს, ალბათ, 2-წლიან პერიოდში. ერთი მეორის გარდა არ შეიძლება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ავტომანქანების რაოდენობის შემცირება, ან, სულ ცოტა, მათი ხარისხის აწევა, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ტექდათვალიერების პროცესი მოსახლეობისთვის, სავარაუდოდ, მტკივნეული იქნება, რადგან, მაღალი ალბათობით, ბევრი ავტომობილი მას ვერ გაივლის.

 


„ვიცით, რომ 1-ლი ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების ტექდათვალიერება იწყება, ხოლო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან - უკვე კერძო ავტომანქანებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ მოხდეს ამ ყველაფრის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. პროცესი მტკივნეული იქნება, ბევრი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, - ამბობს კახა კალაძე.

 

2018 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება აღდგა. ჯერჯერობით ავტომობილის შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე არ ვრცელდება, მას ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, 3.5 ტონაზე მძიმე ტრანსპორტი და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის მქონე ავტომობილები გადიან. 2019 წლიდან შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე გავრცელდება.

 

2018 წლის იანვარ-მარტში ტესტირებაზე, სულ, 19,464 ავტომობილი იყო მისული, საიდანაც 26%, ანუ 5 050 ავტომობილი, ტესტირების პირველ ეტაპზე „ჩაიჭრა. ამ ავტომობილებს ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ. განმეორებითი ტესტირება კი 134 ავტომობილმა ვერ გაიარა, რის გამოც მათ მოძრაობის უფლება შეუჩერდათ.

 

ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება, დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას, მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა. თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

 

საქართველოში 1.19 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც 46% 20 წელზე მეტი წლის წინათაა გამოშვებული.

 

საქართველოში ტექდათვალიერება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად დაწესდა.

 

 

(NS)

 



ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up