მელიქიშვილზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა თებერვალში დაიწყება (ფოტო)

მელიქიშვილზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა თებერვალში დაიწყება (ფოტო)

access_time2017-12-27 09:40:38

მელიქიშვილის გამზირზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა თებერვალში დაიწყება,  ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ განუცხადა.  მისი თქმით, კომპანია PP-მ სასტუმროს პროექტი დედაქალაქის მთავრობასთან უკვე შეათანხმა. 


სასტუმროს მშენებლობა მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის გვერდითაა დაგეგმილი. ამასთან, კომპანია PP უკვე შეხვდა Hilton-ის წარმომადგენლებს, მათგან რეკომენდაციები მიიღეს, როგორი უნდა იყოს სასტუმრო და შემდეგ დაიწყებენ მშენებლობას.




„პროექტი დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებულია. რადგანაც უწყებაში ახალი ხელმძღვანელობაა, საკითხები კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ. გარკვეული პროცედურებია საჭირო. დამაბრკოლებელი არაფერია. ჩვენი მხრიდან კი ყველაფერი წესრიგშია“, - აცხადებს ღაჭავა.





მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყება და 2019-ში დასრულდება.


„მშენებლობას თებერვალში დავიწყებთ. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ დაიწყებს. მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდება“, - აღნიშნავს ლაურა ღაჭავა.




მისივე ინფორმაციით, სასტუმრო შვიდსართულიანი და 100 ნომრიანი იქნება: „სასტუმრო სამვარსკვლავიანი იქნება, რომელიც საშუალო ფენაზეა გათვლილი“, - აცხადებს ღაჭავა.


რაც შეეხება ინვესტიციის სავარაუდო მოცულობას, ფილარმონიის გვერდით  Hilton-ის ბრენდის სასტუმროს ასაშნებლად 10-დან 15 მილიონამდე დოლარი დაიხარჯება.


Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის შემოყვანას, სასტუმროს გახსნა იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში 2019 წელს. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს გახსნას გეგმავს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსი“. ეს იქნება თბილისში Hilton-ის პირველი სასტუმრო, რომელიც სავარაუდოდ, 2018 წლის მარტში გაიხსნება.



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up