მელიქიშვილის გამზირზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება (ფოტო)

მელიქიშვილის გამზირზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება (ფოტო)

access_time2019-05-14 17:00:37

მელიქიშვილის გამზირზე  (N 47-49-49ა) მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. მშენებლობას შპს იდეა  მელიქიშვილი განახორციელებს, დამკვეთი რამაზ მიქაძეა.

 

მშენებლობის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2017 წელს გასცა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ვადა 2017 წლის 17 ნოემბრიდან 2019 წლის 17 ნოემბრის პერიოდით  განისაზღვრა.


 


თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე განმარტებითი ბარათში ვკითხულობ საპროექტო ტერიტორიის ფართობს 1581 კვ.მ-ს  შეადგენს.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ში და ორ სტრუქტურულ ზონაში-გეგმარებით კარკასში და ცენტრალურ ზონაში. სსზ-2 -ში განსაზღვრული ქალაქგეგმარებითი პარამეტრებია კ1-0.7, კ2-4.6, და კ3-0,1.

 




განმარტებით ბარათშივე ვკითხულობთ, რომ საპროექტო შენობის არქიტექტურა გადაწყვეტილია ფსევდო კლასიციზმის სტილში, შენობა რვა სართულიანია, რომელსაც ორი სადარბაზო აქვს. საცხოვრებელ და საოფისე სართულებზე მოხვედრა შესაძლებელია შარაშიძის ქუჩის მხრიდან  მდებარე სადარბაზოებიდან. პირველი სართული,  კომერციული საქმიანობისათვისაა განკუთვნილი, მეორე სართულზე საოფისე ფართები განთავსდება , დანარჩენი სართულები (მესამედან მერვეს ჩათვლით)  საცხოვრებელად იქნება განკუთვნილი. ,( მერვე სართული არასრული სართულია (ჭერის სიმაღლე 2.3მ.))


დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ფასადი მოპირკეთებული იქნება ქვიშისფერი ტრავერტინის ფილებით (მეოთხე და მომრგვალებულ ნაწილში მეხუთე სართულამდე) მეხუთე, მეექვსე სართული მოპირკეთდება ტრავერტინის კრემისფერი ფილებით, მერვე სართულის ფასადი მოპირკეთდება მწვანე (გადახურვის მასალასთან შესაბამისი) პანელებით. გადახურვა მოხდება  მწვანე ფერის თუნუქის სახურავით.



კომერციულ სართულზე ვიტრაჟები მუქი ხის ფერია, მეორედან მეოთხე სართულამდე და მომრგვალებული ნაწილში მეხუთე სართულზე ფანჯრის ღიობებში განთავსდება ორ ფრთიანი (კრემისფერი) ვიტრაჟები, დანარჩენი სართულის ვიტრაჟები  შავი ალუმინის იქნება.

 

2018 წელს მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტორმა თბილისის არქიტექტურის სამსახურში განცხადება შეიტანა მიწისქვეშა ავტოფარეხის კორექტირებული პროექტის შეთანხმების მოთხოვნით. განცხადებას არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე ამ დრომდე განუხილველის სტატუსი აქვს მინიჭებული.


როგორც „კომერსანტისთვის“ ხდება ცნობილი მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც თბილისის მერია მიწისქვეშა ავტოფარეხის კორექტირებულ პროექტს დაამტკიცებს.


ბაჩო ადამია





უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული ვალის გამოსყიდვა ფონდ „ქართუს“ 37 მილიონი ლარი დაუჯდა

1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული ვალის გამოსყიდვა ფონდ „ქართუს“ 37 მილიონი ლარი დაუჯდა
access_time2020-07-14 19:00:24
2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ბახტაძის განცხადებით, იმ დროისთვის, დაახლოებით 600 000 მოქალაქე ე.წ. შავ სიაში იყო. აღნიშნულ მოქალაქეებს ბანკების მიმართ არსებული დავალიანება 2018 წლის 31 დეკემბრამდე გაუნულდებოდათ. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ საზოგადობას განუმარტა, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95%, ისეთი...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up