მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება – თბილისის მერია

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება – თბილისის მერია

access_time2022-10-05 16:20:00

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.


„ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.


რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები კოსტავას ქუჩის საშუალებით, გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, გმირთა მოედნის მიმართულებით, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება ნიკოლაძის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.


რეაბილიტაციის განმავლობაში, მძღოლები ვარაზისხევის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებენ და გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ჭავჭავაძის გამზირის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.



საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით:


ვაკის რაიონიდან მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი N512 თბილისის საკონცერტო დარბაზთან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი გმირთა მოედნის პანდუსით გადაინაცვლებს ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით.


რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 მელიქიშვილის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩის ნაცვლად, გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378 და N391 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გადაადგილდებიან ვარაზისხევის ქუჩის, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის საშუალებით.


რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი N540 კოსტავას ქუჩიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობს, საიდაც ვარაზისხევის ქუჩაზე გადაინაცვლებს და შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.


მიკროავტობუსი N478 - რჩეულიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, გმითა მოედნიდან გადავა ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსი კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება და შემდეგ იმოძრავებს არსებული სქემით“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up