მელიას ადვოკატი: 2 საათი არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, მოტაცებული ჰყავდათ ადამიანი

მელიას ადვოკატი: 2 საათი არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, მოტაცებული ჰყავდათ ადამიანი

access_time2021-02-23 14:29:27

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას უფლებადამცველები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდნენ.

როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ფორმულას განუცხადა, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პოლიციას ნიკა მელია „მოტაცებული ჰყავდა“.

მისივე თქმით, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ იმისათვის, რომ მელია პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება, არ გამოდიოდა კომუნიკაციაზე სამართალდამცავი ორგანო, მოტაცებული ჰყავდათ ადამიანი. როგორც იქნა გამოვიდნენ კონტაქტზე. ვეცდებით, რომ შევიდეთ, შევხვდეთ, იმედია, არ შეგვექმნება დაცვის უფლების განხორციელების პრობლემა.

გავაგრძელებთ ბრძოლას, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ და ერთი რამ მინდა ვთქვა, ზუსტად ვიცი ნიკას პოზიცია, ვერც დაკავებით და ვერც დაჭერით ნიკა მელიას ვერაფერ დააკლებენ. ის ბევრად უფრო მეტად თავისუფალი საკანში, ვიდრე ასეულობით ადამიანი თითქოს და რაღაც თავისუფლების ნიღბით შემოსილი გარეთ. ნიკა აგრძელებს ბრძოლას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მხრივ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომ იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, - განაცხადა ადვოკატმა.


კონდახიშვილმა პოლიციის მიერ ენმ-ის ოფისიდან სერვერების და დოკუმენტაციის წაღებას ისაუბრა და თქვა, რომ „ეს ცალკე მსჯელობის საგანი გახდება“.

„სიმბოლურია, წითელი არმიის ოკუპაციის 100 წლის თავად დაამთხვია ხელისუფლებამ ეს დღევანდელი ე.წ. აქტი. ამასთან მინდა აღვნიშნო, რამდენად გასული არიან საზღვარს მიღმა, რომ არა მხოლოდ დაკავება, არამედ სერვერები არის გატაცებული, დოკუმენტაცია არის მოპარული ოპოსიდან, დარბეულია ოფისი, რაც გახდება ცალკე მსჯელობის საგანი. ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომ ამ მეთოდებით ვერავის დააშინებენ“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.

formulanews.ge

თეგები:
ნიკა მელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up