მელია ხაზარაძეზე: ეკლიანი გზა უნდა გაიაროს, ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები არ უნდა დავწვათ

მელია ხაზარაძეზე: ეკლიანი გზა უნდა გაიაროს, ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები არ უნდა დავწვათ

access_time2019-09-12 18:30:37

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძემ და მისმა გუნდმა, ცხადი უნდა გახადოს, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლოს. მელიას თქმით, ამ შემთხვევაში ხაზარაძესთან თანამშრომლობა მიუღებელი იქნება.


მელია ამბობს, რომ ის დღევანდელი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციიდან მეტს ელოდა და მას მუხტი და ენერგია დააკლდა.


"დამაკლდა იმის დანახვა, რომ აი შეიქმნა ახალი ძალა, რომელიც მაღალი ენერგიით, ენთუზიაზმით და მოტივაციით ოლიგარქ ივანიშვილს შეუტევს. ასევე ბევრი საუბრობს იმაზე და ამ ეჭვების გაქარწყლება მოუწევთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს და ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, რომ ისინი პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ არ მოვიდნენ, რომ მათ პრობლემები შეექმნათ, ბიზნესს შეექმნა პრობლემები და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს პოლიტიკაში მოსვლა, რომ თავიანთი კაპიტალი დაიცვან. მე არ ვფიქრობ და არ მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ძალიან გრძელი ეკლიანი გზა აქვს გასავლელი და ვფიქრობ, რომ ხიდები არ უნდა დავწვათ ერთმანეთთან მისასვლელი"- ამბობს მელია.


მელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უარყოფით შეფასებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი განცხადება ნაჩქარევი იყო.



"დღეს, არავის მხრიდან მსგავსი განცხადებების მოსმენას არ მოვიწონებდი, ან მათი მხრიდან კეთებას. ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ნაჩქარევია, არ ინდა დავწვათ არავისთან ხიდები, ელემენტარული საურთიერთობო, ადამიანური"- ამბობს მელია.


მისივე თქმით, საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს იყო შეზღუდული და პოლიტიკურად დევნილი ოლიგარქისგან. მელიას თქმით, როცა ამ დროს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაკრიტიკებს, ოლიგარქს შენ დაჭრას უმარტივებს.


"ამ ადამიანებზე დღეს პოლიტიკური დევნაა გამოცხადებული და არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა ისინი ციხეში გაამწესოს უკანონოდ და არავის იმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ აი აგერ, რომელიღაცა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილს ხელი შეუწყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებაში"- ამბობს ნიკა მელია.


ცნობისთვის, საზოგადოებრივ მოძრაობის პრეზენტაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა. მან ხაზარაძეს "წვრილი მევახშე" უწოდა და თქვა, რომ "ანაკლიის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის "შანტრაბა", რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს".


დღეს, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობას "ლელო" ერქმევა. სახელი მან საქართველოს ისტორიის და გალაკტიონ ტაბიძის ლექსის გავლენით შეარჩია: "ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო".


ტაბულა





მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ დაინიშნა

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ  დაინიშნა
access_time2019-11-13 11:12:42
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. 2017 წლამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის...

„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...


მსგავსი სიახლეები

up