40 სტუდენტს გერმანული ენის კურსის საფასურს მეიჯერელ საქართველო დაუფინანსებს

40 სტუდენტს გერმანული ენის კურსის საფასურს მეიჯერელ საქართველო დაუფინანსებს

access_time2019-12-16 11:49:28

მეიჯერელ საქართველო გერმანული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. კომპანიისთვის განათლება უცვლელ პრიორიტეტად რჩება და ახალი ინიციატივით ამჯერად გერმანულის შემსწავლელი კურსის სტუდენტების წახალისებას გეგემავს. ]


მეიჯერელ საქართველოსა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, თბილისსა და ქუთაისში მდებარე ცენტრის მოსწავლეებს, კომპანია ნაწილობრივი სასწავლო გრანტით უზრუნველყოფს. მეიჯერელ საქართველო სწავლის საფასურს 40 ახალგაზრდას დაუფინანსებს.



პირველ ეტაპზე, ვერბალური გამოცდისა და ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან ქართულ-გერმანული ცენტრის შემოდგომის კურსის წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც კომპანია 50%-იან სასწავლო გრანტს გადასცემს. მსგავსი შერჩევითი ტესტირება და გრანტის გამოყოფა, პროექტის მიხედვით ყოველ ექვს თვეში იგეგმება.


„მეიჯერელ საქართველოსთვის პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ენების ცოდნის წახალისება, მათ შორის, გერმანული ენის პოპულარიზაცია, რადგან გერმანულენოვანი კადრების დასაქმების კუთხით მეიჯერელ საქართველოს მოწინავე ადგილი უჭირავს საქართველოში.“- აცხადებენ კომპანიაში.




პარტნიორი ორგანიზაცია, ქართულ-გერმანული ცენტრი, 1995 წელს შეიქმნა. (www.gdz.ge) მისი მიზანი საქართველოში გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოება, მათ შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარება და განმტკიცებაა. ქგც ქართველ ახალგაზრდებს მრავალფეროვან პროგრამებსა და პროექტებს სთავაზობს (გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, მოსწავლეთა ერთწლიანი და სამთვიანი საწავლო პროგრამა, საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამა სტუდენტთა ერთწლიანი პრაქტიკა სპეციალობების მიხედვით და სხვა)



მეიჯერელი ქართულ ბაზარზე, 2016 წელს Arvato Bertelsman-ის სახელით შემოვიდა, ხოლო, 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, Bertelsmann- ისა და Saham ჯგუფის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში, მსოფლიო მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 48,000-ს აღემატება.


საქართველოში, თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ერთ ოფისში უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ.


დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, ასევე გერმანულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.




(R)




Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up