მოიჯარეებისგან დაცლილი სავაჭრო ცენტრები

მოიჯარეებისგან დაცლილი სავაჭრო ცენტრები

access_time2020-02-03 14:30:48

დაცლილი მაღაზიები,დატოვებული სავაჭრო ფართები და ლარის კურსის გაუფასურების გამო გაძვირებული იჯარა-ეს ის რეალობაა, რომლის წინაშეც მცირე სავაჭრო ცენტრები დგანან. მათ შორის ერთ დროს პოპულარული და ხალხმრავალი სავაჭრო ცენტი „ქარვასლა“.


სავაჭრო ცენტრი ძირითადად ბრენდული მაღაზიების ხარჯზე მუშაობს, „კოტონი“, „ბატა“, „ვაიკიკი“ და სხვა მაღაზიები, რომლებიც სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, საკუთარი სეგმენტზე მუშაობენ. არაბრენდულები კი საოფისე ფართებს ძირითადად აღარ ქირაობენ.


მაღაზია „კოტონის“ წარმომადგენელის თქმით, მათთან ის მომხმარებლები მოდიან, ვინც წლების განმავლობაში მათი ბრენდის ერთგულია, გარდა ამისა, აქვთ აუთლეტი რაც მყიდველების რიცხვს აორმაგებს.„ქარვასლას“ წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრობენ, რომ სავაჭრო ცენტრში მეიჯარეები მუდმივად იცვლებიან, თუმცა, ფართები გასაქირავებელი არ რჩებათ.



 „შექცევადი პროცესია, მუდმივად მიდიან და მოდიან კლიენტები. შეიძლება დღეს ვიღაცამ იჯარის ან ადგილმდებარეობის გამო დატოვოს სამუშაო ადგილი თუმცა, აუცილებლად მოდის სხვა და ქირაობს ფართს.“-ამბობს „ქარვასლას“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თეონა სიხარულიძე.მისი განცხადებით,  იჯარის გადასახადი  მათ სავაჭრო ცენტრში წლების განმავლობაში არ შეცვლილა.

 

„კვადრატული 10 დოლარი ღირდა და ახლაც ესე ღირს თუმცა, ლარის კურსის ცვლილების გამო თავისთავად მოემატა ფასი ფართს.“-აღნიშნავს  სიხარულიძე.

 

სავაჭრი ცენტრქარვასლაში მდებარე ქალის ტანსაცმლის მაღაზია „ლეოლას“  მენეჯერი ამობობს, რომ მაღაზიებს გასულ წლებთან შედარებით ნაკლები კლიენტი ჰყავს. მისი განცხადებით, მათი ტანსაცმელი განსაკუთრებულ ზომებზეა გათვლილი, მყიდველიც შესაბამისი სეგმენტის ჰყავთ, რის გამოც საქონლის რეალიზაცია არ  უჭირთ.


შეგახსენებთ, რომ „კომერსანტი“ მცირე სავაჭრო ცენტრების მუშაობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თბილისში ყოველდღიურად იმატა  იმ მაღაზიების რაოდენობამ, რომლებიც მუშაობას აჩერებდნენ. ამის მიზეზი კი გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მყიდველია.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up