Meidan Group-ი მოიჯარეებთან ხელშეკრულებების გადახედვას გეგმავს - დედაქალაქის ტურისტული ცენტრი პანდემიის შემდეგ

Meidan Group-ი მოიჯარეებთან ხელშეკრულებების გადახედვას გეგმავს - დედაქალაქის ტურისტული ცენტრი პანდემიის შემდეგ

access_time2020-06-05 14:00:28

თბილისის მთავარი ტურისტული ცენტრი, რომელიც Meidan Group-ის მფლობელობაშია სამი თვის მანძილზე პანდემიის გამო სრულად გაჩერებული იყო. Meidan-ზე კაფე-რესტორნების, კარაოკე-ბარებისა თუ სხვა ობიექტების ჯგუფთან თანამშრომლობის საკითხი, როგორც Meidan Group-ის მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, გადაიხედება და განახლებული სამუშაო გეგმა დაინერგება.


„ეს პერიოდი ყველა კომპანიისთვის არც ისე სახარბიელო იყო. მითუმეტეს ჩვენთვის, რადგან მთავრ ტურისტულ ცენტრში ვიმყოფებით და ჩვენი ძირითადი საქმიანობა მაინც უცხოელ ვიზიტორებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად ძალიან შეგვეხო ეს პარალიზებაც. თუმცა, ვცდილობთ, ჩვენს მოიჯარეებს, კაფე-რესტორნებს, რაც Meidan-ზეა განთავსებული, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ისევ დაიწყოს ხალხმრავლობა და ხელსაყრელი პირობები ჰქონდეთ ფინანსური, თუ სხვა კუთხით. აქაურობა ისევ უნდა გამოცოცხლდეს. ჯერჯერობით ყველა რესტორანი რჩება ადგილზე და არავის დაუტოვებია ტერიტორია, თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს, თუ როგორ გავაგრძელებთ სამომავლო ურთიერთობებს, მიმდინარეობს ხელშეკრულებების გადახედვა და ურთიერთობების გადაფასება“, - განმარტავს Meidan Group-ის მარკეტინგის მენეჯერი ნათია ცეცხლაძე.


ამასთან, კომპანიის ერთერთი სტრატეგია, რომელსაც ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ესაა „ბამბის რიგისთვის“ ძველი ფუნქციური დატვირთვის დაბრუნება. რიგი, რომელიც წლების წინ ტექსტილის საწარმო ზონა იყო დღეს ქართველი დიზაინერების ქუჩად უნდა გადაკეთდეს. რამდენიმე დღის წინ „ბამბის რიგს“ Tsikolia’s Saatebi-ს მაღაზია დაემატა.


„ბამბის რიგის“  ქართველი დიზაინერების ქუჩად გადაკეთების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. გარკვეულწილად წინ წავიწიეთ, თუმცა არსებულმა მდგომარეობამ ცოტა შეგვაფერხა. რიგს დაემატა Tsikolias Saatebi-ს ბუტიკი, სამომავლოდ სხვა დიზაინერებიც შემოგვიერთდებიან და ამ კოცეფციას მივყვებით, რადგან გვინდა ქართველი დიზაინერების ნამუშევრებით იყოს დატვირთული ეს რიგი“,- განმარტავს ნათია ცეცხლაძე.



„ბამბის რიგში“ წარმოდგენილია ქეთი ჩხიკვაძის, აკა ნანიტაშვილის, დიანა ქვარიანის, ლიას, „კაბინის სამოსი“ და როგორც Meidan Group-ში აცხადებენ, მათ რიგებს მალე სხვა შოურუმებიც დაემატება.


ბამბის რიგი ძველ თბილისში ბამბით, მატყლითა და ჩითით მოვაჭრეთა ქუჩა იყო, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში გაჩნდა. მელიქის ქარვასლის ადგილას, რომელიც სიონის ქუჩის დასაწყისში მდებარე დიდი გადახურული ბაზარი იყო, 1904 წელს თბილისელმა არქიტექტორმა ღაზარ სარქსიანმა მანთაშევის რიგი ააშენა.


სავაჭრო რიგი მოდერნის სტილის ორი ნაგებობისგან შედგებოდა. ერთი ყოფილ არწუნის ქარვასლას ემიჯნება, მეორე კი ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის ყოფილი ბნელი რიგის გამყოფ ზღუდედ აღიქმება.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up