მეღვინეობა „მტევინო” - კახეთში ახალი ღვინის მარანი 1 აპრილს იხსნება

მეღვინეობა „მტევინო” - კახეთში ახალი ღვინის მარანი 1 აპრილს იხსნება

access_time2020-02-19 15:00:03

მეღვინეობა „მტევინო” – ამ სახელწოდებით 1 აპრილს კახეთში, სოფელ ხაშმში ახალი მარანი იხსნება.  საინტერესო, მრავალფუნქცური სივრცე-  ,,მტევინო, რომლის ინვესტიციაც 5 მლნ. ლარს შეადგენს, თბილისიდან სულ რაღაც 40 კმ-ში მდებარეობს. ამ სივრცეში  სტუმრებს  შეეძლებათ საუკეთესო ღვინის დეგუსტაცია და  კულინარიულ მასტერკლასში მონაწილეობა.

 

 „მტევინოში“ ღვინის დეგუსტაციისა გარდა, სტუმრებს შეეძლებათ 5 ნომრიან სასტუმროში განთავსება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 15 სტუმარზეა გათვლილი, კომფორტული გარემოა შექმნილი.

 

როგორც „კომერსანტს“ „მტევინოს“  ბიზნესის განვითარების დირექტორმა ნათია ჯიჯიაშვილმა, განუცხადა მათი მარანი დატვირთულია სხვადასხვა სივრცეებით, ერთ-ერთი მათგანი  25 კაციანი  შეხევედრების ოთახია.  სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ   ვერანდით, სადაც შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია. ჯიჯიაშვილის თქმით პროექტი გათვლილია როგორც ადგილობრივებზე ასევე ტურისტებზე. უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას კი „მტევინო“ განსაკუთრებული ღვინითა და გარემოს საშუალებით შეძლებს.

 

ხაშმის საფერავი, ქინძმარაული, მუკუზანი, მანავის მწვანე, რქაწითელი- ამ  ღვინოებით,  მარანი „მტევინო“ 2020 წელს  ექსპორტზე  85% -ს გაიტანს,  15% კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. 

 

 მტევინოს“ დამფუძლებელი ნიკა ზაუტაშვილი „კომერსანტთან ღვინის მარანსა და სასტუმროზე საუბრობს. ზაუტაშვილი აცხადებს, რომ „მტევინოს“ ღვინოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიტანს.  რაც შეეხება  მარანს აქცენტი როგორც ადგილობრივებზე ასევე ტურისტებზეა გადატანილი.  

 

 „წელს პირველად შემოვდივარ ბაზარზე, 8 თვეა ვმუშაობ და ახლა დავასრულე ქარხნის მშენებლობა. ერთ კვირაში ჩამოვასხამ  ღვინოს. პირველ ეტაპზე  650 ათას ბოთლს.

 


უკვე რამდენიმე ქვეყანასთან გავაფორმე ხელშეკრულება და მათ ბაზარზე „მტევინოს“ ღვინო შევა. ღვინო გაიყიდება როგორც  ჩინეთში, ვარშავასა და ბუდაპეშტში.  წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ამერიკასთან, სადაც  რამდენიმე ათას ბოთლს შევიტანთ. ეს არ არის სატესტო პერიოდი, ღვინო უკვე შეფასებული აქვთ და სურვილიც გამოთქვეს, რომ ამ ქვეყნებში გაყიდულიყო.“ -ამბობს ზაუტაშვილი.

 

მეტვინოს“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და  აცხადებს, რომ კომპანია მომგებიანი  2  წლის შემდეგ გახდება.  


„მომავალი წლისთვის ვგეგმავ რომ მარნის ინფრასტრუქტურა კიდევ გავზარდო. გათვლა რა თქმა უნდა ტურიზმზე იქნება. გავაკეთებ აუზს, მინდა კოტეჯების ჩადგმა და მომავალ ზაფხულს ამ მიმართულებითაც ვუმასპინძლებ სტუმრებს.“- ამბობს ნიკა ზაუტაშვილი.









ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up