მეღვინეების სოლიდარობა დავით საგანელიძეს - “ბოლო 2 წელიწადია, ტრადიციულ ბაზრებზე ხარისხის ხარჯზე  ფასებით „ჭიდაობა“ შეინიშნება“

მეღვინეების სოლიდარობა დავით საგანელიძეს - “ბოლო 2 წელიწადია, ტრადიციულ ბაზრებზე ხარისხის ხარჯზე ფასებით „ჭიდაობა“ შეინიშნება“

access_time2019-01-30 12:30:58

„მთავარია, ჩვენ შევთანხმდეთ სწორ ფასზე, რადგან წარმატებას ვერც იაფად გაყიდული ღვინო მოგვიტანს და ვერც ძვირად გაყიდული,“ ასე ეხმაურებიან ღვინის მწარმოებლები საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს, რომელმაც ქართველ მეღვინეებს ჩინურ ბაზარზე მუშაობის სტრატეგია დაუწუნა.

 

რეალურად, რა  პრობლემებს აწყდება ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე, დგას თუ არა ღვინის ხარისხის  პრობლემა და აქვთ თუ არა სწორი სტრატეგია, რომლითაც საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის, ჩინეთში  უნდა ოპერირებდნენ?


 

ღვინის მწარმოებელი კომპანიავაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ის დავით საგანელიძის მიერ გაკეთებული განცხადების აბსოლუტურად სოლიდარულია. მისი თქმით, ეს პრობლემა დგას და სამწუხაროდ, ის მხოლოდ ჩინეთის ბაზარს არ ეხება. ბოლო 2 წელიწადია, ასე ვთქვათ, ფასებით „ჭიდაობა“განსაკუთრებით ტრადიციულ ბაზრებზე შეინიშნება, ოღონდ ეს  ხარისხის სერიოზული გაუარესების ხარჯზე ხდება.

 

„აღარ დავკონკრეტდები, რის ხარჯზე დგინდება  ასეთი დაბალი ფასები. დარგი ნელ-ნელა მიიწევდა იმ მიმართულებით, რომ ქართული ღვინო, მოთხოვნიდან გამომდინარე, მაღალფასიან სეგმენტში გადასულიყო. როგორც ჩანს, ბაზრის ყველა მონაწილეს არ ესმის საკითხი. პირობითად, ჩემი კომპანიის სტრატეგიაა, რომ გავყიდო 10 მილიონი ბოთლი 10 აშშ დოლარად. თუმცა,  არიან კომპანიები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ -10 მილიონი ბოთლის გაყიდვა უნდათ 1 აშშ დოლარად. ეს ორი სტრატეგია ერთმანეთში არ თავსდება. 10 მილიონი ბოთლის გაყიდვა 1 დოლარად აბსოლუტურად არ შედის ღვინის ინდუსტრიის ინტერესებში. ეს მარტო ჩინეთს არ ეხება. ფასებით კონკურენციას ჩვენ ვერ გავუწევთ ისეთ მწარმოებლებს, როგორიცაა ესპანეთი, მოლდოვა. იქ სულ სხვა ჯიშებია, მოსავლიანობა სულ სხვაა.

 

ჩვენ საფერავი მოგვდის 7-9 ტონა 1 ჰექტარზე, იმათი ყურძენი კი 1 ჰექტარზე 20-25 ტონა მოდის. ისინი სხვა საფასო სეგმენტში არიან, ჩვენ - სხვაში. ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდ ენერგიას და ფულს დებს იმაში, რომ ღვინის ინდუსტრია წინ წავიდეს: პრომოუტერებს ქირაობს, უცხოელები ჩამოჰყავთ. ასეთ დროს, ბაზრის რამდენიმე მონაწილე, გაუგებარი და გაუგონარი სტრატეგიის გამო, მეტი რომ  გაყიდოს, ქართულ ღვინოს საერთაშორისო დონეზე ჩრდილს აყენებს. როგორც ვატყობ, ეს სერიოზულ პრობლემად იქცევა,“ აცხადებს იაშვილი.

 

კითხვაზე შექმნილ ვითარებაში  სახელმწიფოა პასუხისმგებელი ხარისხის კონტროლზე, თუ  ეს მხოლოდ კერძო სექტორის (ბიზნესეთიკიდან გამომდინარე) პრეროგატივაა?   იაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის კონტროლი ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს. იაშვილის განმარტებით, ეს სახელმწიფოს ვადლებულებაა. თუმცა, როგორც ჩანს, ღვინის ეროვნული სააგენტო ბოლო 2 წელია ამ მიმართულებით მოდუნდა, რაც ინდუსტრიაზე აისახა.  

 

ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი განმარტავს, რომ მსგავსი პრობლემა რეალურად არსებობს, თუმცა, მას ძირითადად ბაზარზე ახალდაფუძნებული კომპანიები ქმნიან. დარგის ფლაგმანი ქართველი მეღვინეებისგან მსგავს შემთხვევას ადგილი არ აქვს. „ვეთანხმები ბატონ დავით საგანელიძეს. ახალი კომპანიები ბაზარზე თავის დამკვიდრებას დაბალი ფასებით ცდილობენ, რაც სწორი არ არის. ასეთი თამაში ქართულ ღვინოს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, არ წაადგება,“ აღნიშნავს კუბლაშვილი.

 

შეკითხვაზე დააზიანებს თუ არა მსგავსი   შემთხვევები ქართული ღვინის იმიჯს  საერთაშორისო ბაზარზე? კუბლაშვილი განმარტავს, რომ ასეთ შედეგი არ დადგება, თუმცა, ის წარმატება, რაც, პირობითად, 1 წელიწადში უნდა დამდგარიყო, დროში გაჭიანურდება.

 

როგორც კუბლაშვილი განმარტავს, ამის მოგვარება კერძო სექტორის პასუხისმგებლობაა, რადგან სახელმწიფო ვერავის უკარნახებს, მის მიერ შექმნილი პროდუქტი რა ფასად გაყიდოს. „მთავარია ჩვენ შევთანხმდეთ სწორ ფასზე. წარმატებას სწორ ფასში გაყიდული ღვინო მოგვიტანს,“ -აღნიშნავს კუბლაშვილი.

 

რაც შეეხება ხარისხის კოტროლს, ამას სახელმწიფო ამომწურავად აკეთებს. კუბლაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ახალ მექანიზმებზე მუშაობს, რაც კიდევ უფრო გამჭირვალეს გახდის პროცესს.

 

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძის განცხადებით, ღვინის მწარმოებლები ექსპორტის დროს ერთმანეთთან საფასო კონკურენციაში შედიან და ღვინის ფასს დაბლა სწევენ, რაც, მისი თქმით, არასწორია.

 

,,ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს საშუალო და მაღალფასიანი სეგმენტი. სამწუხაროდ, დღეს პირიქით ხდება და ამას მომავალში ვეღარ გამოვასწორებთ. ჩვენი სეგმენტი უნდა იყოს მაღალი და მინდა, ეს კარგად გაიგოს ყველა ღვინის მწარმოებელმა. ფასთა კონკურენციით კი არ უნდა იჭიდაონ ჩინურ ბაზარზე შესვლისას, არამედ პირიქით - მაღალხარისხიანი პროდუქციითა და ბაზრების მოძიების თემით,“ - განაცხადა საგანელიძემ.

 

სოფო ქსოვრელი 





დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

დღეს გახსნილ  „თბილისი მოლს“ ბევრი  მომხმარებელი სტუმრობს
access_time2020-06-01 14:30:10
„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა. ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა. „ყველაფერი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვიცავთ...

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი
access_time2020-06-01 15:30:30
„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სნეპ ფიტნესის-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა. “ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან...

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...


მსგავსი სიახლეები

up