მეგის ქარდავას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

მეგის ქარდავას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

access_time2017-11-02 11:11:21

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული მეგის ქარდავას მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1-ელ ნოემბერს დაკავებული იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.


 

„მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით. მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია ე.წ „კასრების" საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ზ"და „ე" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" „ბ" და „ზ" ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,ე", ,,ზ" ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მ.ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.

 

ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", „დ", ,,ე" და ,,ზ" ქვეპუნქტებით. საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ე" და ,,ზ" ქვეპუნქტებით. ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ", ასევე მე-3 ნაწილით", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up