მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელი 6 თვეში მეოთხედ გაძარცვეს (+ვიდეო)

access_time2018-06-22 14:33:45

კომპანია მეგატექნიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 22 ივნისს, დილის 7 საათზე „მეგატექნიკის“ მაღაზიათა ქსელი უკვე მე-4-ედ გაძარცვეს ბოლო 6 თვის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ არცერთი ძარცვის შემთხვევა ბოლომდე არ გამოძიებულა.


დილის 7 საათზე მეგატექნიკის სათავო ფილიალის კარი აგურით ჩაამტვრიეს და გაიტაცეს 20 მობილური,   კარის ჩამტვრევისგან ასევე დაზიანებულია 8 ლეპტოპი. „მეგატექნიკა“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ძარცვა წერეთლის 140-ში, მეტრო დიდუბის მოპირდაპირე მხარეს, გაჩერებასთან, ძალიან ხალხმრავალ ადგილას მოხდა, დღისით, დილის 7 საათზე და არავინ დარეკა პატრულის გამოსაძახებლად. მოქალაქეების ასეთი გულგრილობა წარმოუდგენელია, და შესაშფოთებელია საზოგადოების შემგუებლობა კრიმინალთან. ასევე შემაშფოთებელია პოლიციის განწყობა, რომელიც სერიოზულ დანაშაულად არ მიიჩნევს ,ბიზნესის შევიწროვების შემთხვევებს და „მეგატექნიკის“ შემთხვევაში არც ერთი შემთხვევა ამ 4 ძარცვისგან გახსნილი არაა, აცხადებენ კომპანიაში

კომპანიის წარმომადგენლობის თქმით, პოლიცია ვადლებულია დაიცვას სამოქალაქო წესრიგი.


მეგატექნიკის“ ყველა ფილიალს იცავს დაცვის პოლიცია და მაღაზიები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით.  კომპანია ელოდება სახელმწიფო უწყებების რეაგირებას, ძარცვების ფაქტის გამოძიებასა და ჯანსაღი გარემოს დაბრუნებას საზოგადოებასა და ბიზნესში. მიუხედავად იმისა რომ ყველა ძარცვა და ყველა მძარცველი კამერაზეა აღბეჭდილი და სახეების გარჩევა შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში პოლიციისთვის შესაძლებელი უნდა იყოს, არც ერთი შემთხვევის ბოლომდე გახსნა არ მომხდარა. „მეგატექნიკა“ ვერ გრძნობს რომ პოლიცია და ხელისუფლება მოწადინებულია დაიცვას სამოქალაქო წესრიგი, ბიზნესი და საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულება, განმარტავენ კომპანიაში. 


კომერსანტი






დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up