მეფუტკრეები თაფლის ანალიზების სუბსიდირებას ითხოვენ

მეფუტკრეები თაფლის ანალიზების სუბსიდირებას ითხოვენ

access_time2020-02-20 11:00:14

მეფუტკრეები თაფლის ანალიზების სუბსიდირებას ითხოვენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარემ ალეკო პაპავამ განუცხადა. მეფუტკრის განმარტებით, იმისათვის, რომ ქართული თაფლი ექსპორტზე გაიტანონ, საჭიროა აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა, რომლის საფასურიც ძალიან მაღალია და მეფუტკრეებისთვის ამ თანხის გადახდა პრობლემას წარმოადგენს. ალეკო პაპავა აცხადებს, რომ მათთვის საჭირო სუბსიდირების სახით გამოყოფილი თანხის ოდენობა 150 000 ლარს შეადგენს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება საქართველოს მთავრობას სქემას სთავაზობს რომელიც პაპავას თქმით, აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა,რომელიც გვაქვს არის ის, რომ ერთი-ორი საწარმოა, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი. უფრო მეტი საწარმო გვჭირდება და ამ კუთხით ბევრი სამუშაოა. მეორე პრობლემაა ანალიზების სუბსიდირება. ერთი ნიმუში დაახლოებით 3 000 ლარამდე ჯდება,რაც მეფუტკრეს ძალიან მძიმე ტვირთად აწევს. გვინდა სოფლის მეურნეობის სამინისტოს შევთავაზოთ სუბსიდირების სქემა. პირველ ხარჯები, რომელიც თაფლის ნატურალურობას სჭირდება დაახლოებით 150 ლარია, რასაც თვითონ მეფუტკრე გადაიხდის. ასევე საჭიროა სკრინინგი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 700 ლარია. შესაძლებელია სახელმწიფოსთან მოლაპარაკება, ამ თანხის პროცენტულ გადანაწილებაზე, რადგან 700 ლარი მეფუტკრისთვის ცოტა არაა.


ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ექსპორტს ყველა მეფუტკრე ვერ ახდენს. ეს უნდა განახორციელოს საწარმომ, რომლებიც თაფლის კუპაჟირებას აკეთებენ. წარმოიდგინეთ, საწარმოს რამდენი ნიმუში დაუგროვდება. რისკების შესამცირებლად და საწარმოების ინტერესის გასაზრდელად გვჭირდება სუბსიდირება, შედეგად 50 პროცენტს სახელმწიფო გადახდის ​50 პროცენტს შუამავალი კომპანია. ველოდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან პასუხს, რათა დავსხდეთ და ჩვენს პრობლემებზე ვილაპარაკოთ, თუ რა გვჭირდება დარგის განვითარებისთვის, შემაფერხებელი ფაქტორები რა არის, რათა პრობლემები ერთობლივად დავძლიოთ. გვაქვს აშკარა გაუმჯობესებული შედეგი, ქართული თაფლის ნიმუშებში დარღვევები შემცირდა, მომავალ წელს კიდევ უფრო კარგ შედეგზე უნდა გავიდეთ“, განაცხადა ალეკო პაპავამ.

 


სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია მიქაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საქართველოში არსებობს ლაბორატორია, რომელსაც ათვისებული აქვს, სხვადასხვა მაჩვენებლების კონტროლი და ყველა პოტენციურ ექსპორტიორს შეუძლია თაფლის შესაბამისი ანალიზებია გაკეთება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისთვის იქნება მისაღები, რადგან გია მიქაძის განმარტებით კვლევა დასავლური მეთოდით კეთდება.

 

„ჩვენ 2020 წლიდან თაფლს საქართველოში გამოვიკვლევთ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტომ აითვისა ყველა ის მეთოდი, რომლითაც ხდება სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ნივთიერებების და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერების აღმოჩენა. ასევ გაიცემა ვეტერინალური სერტიფიკატი, რომელიც უნდა ახლდეს საქართველოში წარმოებულ თაფლს, რათა ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.


მეწარმეებს აქამდე პრობლემა ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ თაფლის ნიმუშები უნდა გაეგზავნათ საზღვარგარეთ და გამოეკვლიათ იქ. ეს უფრო მეტ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, არა მარტო ლაბორატორიის მომსახურების, არამედ ტრანსპორტირების კუთხითაც. როდესაც ეს შესაძლებლობა გაჩნდა, კიდევ უფრო გაიაფდება ნიმუშების კვლევის ღირებულება. ლაბორატორიული კვლევების სუბსიდირების კუთხით ლაპარაკი მიმდინარეობს, მაგრამ ამჟამად ვერ გეტვით რა ეტაპზეა ეს ნაწილი, თუმცა, შესაძლებელია ესეც განხორციელდეს. ასევე არსებობს წარმოშობის სერტიფიკატი და DCFTA ხელშეკრულება, რომელიც საშულებას გვაძლევს ე.წ ევრო ერთის აღების შემთხვევაში თაფლი ევროკავშირის ბაზარზე უფრო ნაკლები და ზოგ შემთხვევაში ნულოვანი დაბეგვრით გავიტანოთ“, - განაცხადა გია მიქაძემ.

 

ბაჩო ადამია





საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება
access_time2020-07-16 16:00:27
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-16 21:30:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი „იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით,...

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე
access_time2020-07-16 19:00:08
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში...

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა
access_time2020-07-16 20:00:56
2020 წელი „გაზპრომისთვის“ ძალიან რთული აღმოჩნდა. გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და წლის საბოლოო პროგნოზით მაჩვენებელი შესაძლოა 2000-ანი წლების მინიმუმამდე დაეცეს. 4 წლის მანძილზე მონოპოლია გაზის მოპოვებას და შესაბამისად ექსპორტს მუდმივად ზრდიდა. 2019 წელს მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა და ევროპაში ექსპორტი უმნიშვნელოდ - 201,7-დან 199 მლრდ. კუბურ მეტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ნამდვილი...

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...


მსგავსი სიახლეები

up