რუსული თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით, მეფუტკრეები  პარლამენტს, პრემიერს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით მიმართავენ

რუსული თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით, მეფუტკრეები პარლამენტს, პრემიერს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით მიმართავენ

access_time2019-01-30 17:00:00

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი თაფლის შესყიდვაზე. ტენდერის აღნიშნული სახით მიმდინარეობამ, რაც დაკავშირებულია რუსული თაფლის შესყიდვასთან, საქართველოს მეფუტკრეებში და არა მარტო, გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა და ამან შესაძლოა, მიიღოს პროტესტის გამოხატვის ფართო მასშტაბები. ასოციაცია „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ მოგმართავთ საქართველოს მეფუტკრეთა სახელით, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნულ შესყიდვაში წარმოადგინოს საქართველოში წარმოებული თაფლი. განცხადებას ხელს აწერენ მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის წევრები“,  -  ამ განცხადებას საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის წევრები ოთარ დანელიას, მამუკა ბახტაძეს და ლევან დავითაშვილს უგზავნიან.



ქართველი მეფუტკტეების მიზანია, რომ საქართველოს მთავრობამ რუსული წარმოების  1 024 800 ლარი ღირებულების 73 200 კგ თაფლი არ შეიძინოს და მოხდეს ქართულის შესყიდვა.


 

როგორც საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელმა ალეკო პაპავამ „კომერსანტს“ განუცხადა, ამ თემაზე მეფუტკრეები დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს უნდა შეხვედროდნენ. როგორც თავად ამბობენ,  ესაუბრნენ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელმაც მეფუტკრეებს განუცხადა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს სურვილი აქვს, მათთან პირადად შეხვდეს, თუმცა ლევან რაზმაძე საქართველოში არ იმყოფება, რა მიზეზითაც შეხვედრა გადაიდო.

 

 „სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გვითხრა, რომ პარასკევს შევხვდეთო. ჩვენ მათ განცხადება დავუტოვეთ და პარასკევამდე ვაძლევთ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ საპროტესტო აქციები დავიწყოთ,“ - განაცხადა ალეკო პაპავამ.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, შეხვედრის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. 

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 


„მთავრობა არანაირი რუსული თაფლის შეძენას არ ცდილობს. ეს იყო ღია და გამჭირვალე ტენდერი. არც ერთი დაინტერესებული უწყება არ იყო ინფორმირებული რა პროდუქტს იძენდა. ეს იყო აბსოლუტურად თავისუფალ პირობებში, კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებული ტენდერი. წარმოიდგინეთ მომხმარებლის პოზიცია, რომელსაც პროდუქციასთან დაკავშირებით აქვს კონკრეტული მოთხოვნები და არ უნდა იყოს ამ თემაზე სპეკულაციები, - განაცხადა დავითაშვილმა.


ცნობისათვის, საქართველოს მთავრობამ 2019 წელს შესაძლოა, 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსული თაფლი იყიდოს. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.


აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, თაფლის შესყიდვის ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება წარადგინა შპს „ვ.ტ.-მ. კომისიამ კი სატენდერო წინადადება 2019 წლის 16 იანვარს განიხილა. შპს „ვ.ტ“-ს ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „ აპიდეის“ თაფლს საქართველოს მთავრობას კილოგრამს 14 ლარად მიჰყიდის.



ბაჩო ადამია


 

 





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up