ფუტკრების ,,სადამტვერვო სამუშაოებისთვის“ მეფუტკრეები გადასახადს ითხოვენ

ფუტკრების ,,სადამტვერვო სამუშაოებისთვის“ მეფუტკრეები გადასახადს ითხოვენ

access_time2022-05-20 11:00:29

ქართველი მეფუტკრეები ამბობენ, ხილის და სხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდაში დამტვერვის პროცესი მთავარია, მაგრამ  საქართველოში  ფუტკრის ამ ,,ღვაწლს“ არავინ აფასებს. გარკვეულ გასამრჯელოს სექტორი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებისგან ითხოვს, ამასთან განიხილება სუბსიდიაც, რომ მეფუტკრეებისთვის გარკვეული ოდენობის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოს.


აღნიშნულთან დაკავშირებით ,,კომერსანტთან“ კომპანია ,,მეთაფლიას“ დამფუძნებელთან, მეფუტკრე როლანდ ზირაქაშვილი საუბრობს.


მსგავსი პრაქტიკა, როგორც ზირაქაშვილი ამბობს, გავრცელებულია მეზობელ ქვეყნებში - თურქეთსა და აზერბაიჯანში, ასევე განვითარებული ქვეყნების ბაზრებზეც და კარგი იქნება, თუ საქართველოში ამ ტიპის გადასახადი დაწესდება, რაც საბოლოოდ ისევ სექტორის განვითარებას უნდა მოხმარდეს.


,,საქართველოში მეფუტკრეებს მოსავლის დამტვერვის ხარჯს არავინ უხდის. სარგებელს თუ გავითვალისწინებთ, სოფლის მეურნეობისთვის ეს არის 40-ჯერ მეტი შემოსავალი, მაგრამ ამას არ იხდის არავინ. გასაგებია, რომ ქვეყანა ღარიბია, არ აქვს იმ დონის შემოსავალი, რომ სოფლის მეურნეობაში სუბსიდია მოახდინოს, მით უმეტეს, ისეთ სეგმენტში, როგორიცაა სადამტვერვო სამუშაოები, რომელსაც ირიბად ასრულებს მეფუტკრე თავისი საფუტკრეების მეშვეობით. შედეგად  ხილის მოსავლიანობა იზრდება ორჯერ, ბოსტნეულისა - რამდენიმეჯერ, ასევე თესლის წარმოებაშიც სერიოზული ზრდაა, მაგრამ მეფუტკრე ამისგან არანაირ სარგებელს არ იღებს. ამ დროს აშშ-ში, კანადაში და მეფუტკრეობის წამყვან ქვეყნებში ამ საკითხს კანონი არეგულირებს. ხელშეკრულების საფუძველზე, დამტვერვის მიზნით შეჰყავთ ფუტკრის ოჯახი ბაღებში. ფუტკრის ერთ ოჯახზე გადასახადი 80-100 დოლარის ფარგლებშია. მსგავსი მიდგომა აქვთ თურქეთსა და აზერბაიჯანშიც, სახელმწიფოებს ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე აქვთ დალაგებული. ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ზომების მიღება, მთავრობისგან მხარდაჭერას ველოდებით“, - ამბობს როლანდ ზირაქაშვილი ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება გადასახადის ოდენობას, როგორც პროფესიონალი მეფუტკრე აცხადებს, საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს დაახლოებით 30 ლარი, რაც ფუტკრის ოჯახების მიერ გაწეულ შრომასთან შედარებით, მიზერული გადასახადია.


,,ასოციაციებმა, სადაც გაერთიანებული არიან მეფუტკრეები, ასევე კოოპერატივების წარმომადგენლებმა უნდა დააყენონ ეს საკითხი და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმუშაონ, რა შეიძლება გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ სიმბოლური თანხა მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული, დაახლოებით 30 ლარის ოდენობით, რითაც მეფუტკრეს შეეძლება პრეპარატი ან დედა ფუტკარი შეიძინოს, რათა გაამრავლოს და გაზარდოს წარმოება. ყველაფერი ეს ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული, სოფლის მეურნეობის სუბსიდიაში დამტვერვის კომპონენტიც გასათვალისწინებელია“, - ამბობს ზირაქაშვილი.


ცნობისთვის, ფუტკრით დამტვერვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.


ფუტკრით დამტვერვისთვის საჭირო ფუტკრის ოჯახთა რაოდენობა განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული ფართობის, ნექტროვანი მცენარის ყვავილობის ხანგრძლივობისა და სხვა პირობების მიხედვით. მაგალითად, 1 ჰა მზესუმზირას დასამტვერიანებლად საჭიროა ფუტკრის 1 ოჯახი, ამდენივე იონჯისა და წითელი სამყურასათვის, ხილ-კენკროვნებისათვის - 2-2,5 ფუტკრის ოჯახია საჭირო, ბაღჩეულის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 0,3-0,5-ია.


სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ მცენარის უხვი ყვავილობის დროს 2-3 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ფუტკრისმიერი დამტვერვა, რაც თავიდან აგვაცილებს ხეხილის მეწლეურობას და ზედმეტი ნასკვების გაჩენას, რაც შემდგომ მაინც უნდა ჩამოცვივდეს.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up