გახარია ეფექტური ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკის მინისტრი იყო, არსებობს მოლოდინი, რომ პრემიერის რანგშიც გაამართლებს– ბიზნესი გახარიას გაპრემიერებაზე

გახარია ეფექტური ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკის მინისტრი იყო, არსებობს მოლოდინი, რომ პრემიერის რანგშიც გაამართლებს– ბიზნესი გახარიას გაპრემიერებაზე

access_time2019-09-04 11:00:46

პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენას ბიზნესი დიდი მოლოდინით ხვდება. როგორც „კომერსანტთან“  მათი  ნაწილი აცხადებს, გიორგი გახარია ძალიან ეფექტური ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკის მინისტრი იყო და აქედან გამომდინარე, არსებობს დიდი მოლოდინი იმისა, რომ ის პრემიერ–მინისტრის რანგშიც გაამართლებს.


ბიზნესმენი, კომპანია „პეესპე ჯგუფის“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ როდესაც გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი იყო, ის ბიზნესში ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა.


„მაშინ ის ბევრს დაეხმარა, გარდამავალი პერიოდი იყო, 2012 წელს ბევრი ბიზნესს ქონდა პრობლემები. რა ინფორმაციაც მაქვს არის ის, რომ მაშინ ის პრობლემის აღქმაში დეტალებამდე ჩადიოდა. სადაც ხედავდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ნეგატიური გავლენა  იყო, ყველას ეხმარებოდა.


პრემიერის რანგში მის მიმართ დიდი მოლოდინი მაქვს,  ახლა მის კომპეტენციაშია ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, არასტაბილურ ქვეყანაში  ეკონომიკა შეიძლება განვითარდეს? პირველ რიგში, კრიმინალია მისახედი. მე მაგალითად, ახლა რეგიონებში რომ დავდივარ, ვაფიქსირებ,   წვრილმანი კრიმნალი გაზრდილია. ეს ძალიან ცუდად ისახება ფერმერებზე. ამბობენ, რომ უფრო მეტი საქონელი ეყოლებოდათ, ეს საკითხი რომ მოგვარებული იყოს. ვერ განვასხვავებთ ძალოვანი სტრუქტურების და ეკონომიკური გუნდის კარგ მუშაობას. ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეკონომიკა ცუდად იმუშავებს? პოლიციას ხელფასს ვერ მისცემ,“–აცხადებს ოქრიაშვილი.  


ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ   ის პატივს სცემს  ყოფილ პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესაც. მას ჰქონდა  ფართო ხედვები.


ჩვენ მიჩვეულები ვიყავით ისე, რომ წინა პრემიერები 10 წელი იყვნენ და არ იცვლებოდნენ. თუ ავირჩიეთ საპარლამენტო მმართველობა, მზდ უნდა ვიყოთ, რომ პრემიერები ხშირად შეიცვლებიან. გადახედეთ, იტალიას. იქ არის პროპორციული სისტემა და პრემიერების ხშირი ცვლა. არადა, იტალია ევროპის  შუაგულია. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება თუ პრემიერების ხშირი ცვლა გვექნება.“



ოქრიაშვილი  ბიზნესის წუხილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ გახარიას პრემიერობის დროს მაინც  მოგვარდეს არაპროფილური ბიზნესების საკითხი. კერძოდ, ფინანსური სექტორი და ეკონომიკის რეალური სექტორი სრულად უნდა გაიმიჯნოს.


გიორგი გახარიას პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას დიდი მოლოდინით უყურებს კომპანია „ჩირინას“ (ბიუ ბიუს მწარმოებელი) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძეც. მისი მტკიცებით, როდესაც გახარია ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა, ორიენტირებული იყო ბიზნესის ხელშეწყობასა და დახმარებაზე. ვაშაკიძე  აცხადებს, რომ არანაკლებად დადებითი კომუნიკაცია ჰქონდა გახარის მაშინ, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


ერთადერთი საკითხი, რომელსაც ვაშაკიძე გახარიას უკვე პრემიერის რანგში დაინტერესებას სთხოვს, სექტორის  დღგ–სგან გათავისუფლებაა.


„ჩვენ ხომ ხორცის მწარმოებელი კომპანია ვართ, ჩვენთან პროდუქტი სრულად იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან, ამას კი რეალურად მოსახლეობა იხდის. ეს იგივეა, ახლა პური რომ დავბეგროთ. აღნიშნული საგადასახადო ცვლილება მოსახლეობას ისედაც გაზრდილ ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს,“–აცხადებს ვაშაკიძე.


„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში  თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაკეთა.



გიორგი გახარიამ საკუთარი მოღვაწეობით დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარტიას წარდგენისას განაცხადა.


შეგახსენებთ,  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა  2 სექტემბერს დატოვა.


სოფო ქსოვრელი 

 






„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-29 21:30:43
„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა 1.2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ 2.„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის...

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...


მსგავსი სიახლეები

up